ა/წ 18 სექტემბერს ბუსსს ანრის თანამშრომლებისათვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა eFlow - ში საქმის წარმოების წესის შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი,ტრენერი - თამარ ბედოიძე.
ტრენინგის მიზანი იყო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის გამოცდილების გაზიარება და eflow-ს სისტემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა პროგრამაში შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.