ა/წ 27 ივნისს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართა მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ”პირველი მეზღვაური ქალები აჭარიდან”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური და ფოტო მასალა პირველ მეზღვაურ ქალებზე,რომლებიც დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში.
გამოფენას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი - დავით ჩხაიძე,სასწავლო პროცესის მენეჯერი - მაია დავითიანი, პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების რეგისტრაციის,მობილობისა და რეესტრის მწარმოებელი - მარიამ დიასამიძე და პროფესიული განათლების მასწავლებელი - მირანდა ჭინკაძე-ბაბუნაშვილი.
ბუსსს ანრი მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს და უსურვებს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას!