25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა.
ეს დღე პირველად, 2011 წელს აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გადაწყვეტილებით.
2025 წლის მეზღვაურთა საერთაშორისო დღის გზავნილია - „ჩემი გემი – შევიწროებისგან თავისუფალი სივრცე“.ეს არის მკაფიო მოწოდება: ნულოვანი ტოლერანტობა გემებზე ბულინგისა და შევიწროების მიმართ.
ბუსსს ანრის ეკიპაჟი და პროფესიული სტუდენტები ულოცავს მეზღვაურებს და საზღვაო დარგის ყველა წარმომადგენელს მეზღვაურის საერთაშორისო დღეს!