GE|EN

"Erasmus+ საინფორმაციო დღეები ბათუმში"

ა/წ 23 ივნისს Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ორგანიზებით ქ. ბათუმში,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "Erasmus+ საინფორმაციო დღეები ბათუმში".
 
ღონისძიების მიზანი იყო Erasmus+-ის პროგრამისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შემდეგი სექტორებისთვის: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და სწავლება, ზრდასრულთა განათლება, სკოლები, სპორტი და ახალგაზრდობა.
 
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეტყოთ არსებული დაფინანსებების, პროექტის განხორციელების სტრატეგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.
 
ღონისძიებას დაესწრნენ : ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ვაჟა გეგიძე,პიარ-მენეჯერი ანა მუშამბაძე,პროფესიული განათლების მასწავლებელი ნინო ჯაყელი და პროფესიული სტუდენტები.