სამუშაო შეხვედრა: „როგორ შევქმნათ ღირსეული სამუშაო გარემო საზღვაო სექტორში?“
ა/წ 10 სექტემბერს Women in Maritime Association Europe – WIMA Europe და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) პარტნიორობითა და მხარდაჭერით სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრაზე თემაზე: „როგორ შევქმნათ ღირსეული სამუშაო გარემო საზღვაო სექტორში?“
ღონისძიებას ესწრებოდა ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე.
ღონისძიების მიზანი იყო საზღვაო სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ღირსეული, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნისთვის საჭირო პრაქტიკული ინიციატივების განხილვა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენდერული თანასწორობის პროგრამას, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და სამუშაო ადგილზე ქალთა მხარდაჭერის ინიციატივებს. პროგრამა ასევე მოიცავს კითხვა-პასუხის სესიებს, ინტერაქციულ დისკუსიასა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს WIMA Europe-ის თანადამფუძნებლებმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.