GE|EN

ონლაინ სამუშაო შეხვედრა: "ვალიდაცია - პროფესიის სტანდარტები"

ა/წ 8 ოქტომბერს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით პროფესიის სტანდარტის პროექტების განხილვის მიზნით Teams პლატფორმის საშუალებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა: "ვალიდაცია - პროფესიის სტანდარტები".
შეხვედრაზე იქნა განხილული სამანქანე განყოფილების რიგითი მოტორისტის და საგემბანე განყოფილების რიგითი მატროსის პროფესიის სტანდარტების სამუშაო ვერსიები; ასევე თუ რამდენად შესაბამისია დოკუმენტით განსაზღვრული მოვალეობები, ამოცანები და ცოდნები თანამედროვე გაიდლაინებთან/პროტოკოლებთან და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა პროფესიული უნარების სააგენტოს კვალიფიკაციების განვითარების მენეჯერი - თამარ რუხაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - რუსუდან დიასამიძე,სასწავლო პროცესის მენეჯერი - მაია დავითიანი და პროფესიული განათლების მასწავლებლები.