შეხვედრა „Technical Assistance Mission – Micro-Credentials“
ა/წ 2–3 დეკემბერს National Erasmus+ Office in Georgia-ს ორგანიზებით, Google Meet პლატფორმის საშუალებით გაიმართა ორდღიანი შეხვედრა „Technical Assistance Mission – Micro-Credentials“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მიკრო-კრედიტების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეებისთვის განახლებადი ევროპული პრაქტიკის გაცნობას.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პიარ-მენეჯერი — ანა მუშამბაძე.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
რა არის მიკრო-კრედიტები და რით განსხვავდება ისინი სასერტიფიკატო პროგრამებისგან;
როგორ ხდება ხარისხის უზრუნველყოფა და აღიარება ევროკავშირის ქვეყნებსა და ირლანდიაში;
მიკრო-კრედიტების დანერგვის პრაქტიკული სარგებელი განათლების სისტემისთვის;
საერთაშორისო მაგალითები და ანგარიშგების სტანდარტები.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან უძღვებოდნენ უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები ნათია ზედგინიძე და გოგა ბუჩაშვილი, ხოლო ირლანდიიდან — ექსპერტი ტატიანა ზუბრიცკი.
ღონისძიება განკუთვნილი იყო უმაღლესი განათლების ინსტიტუტების, დოქტორანტურის მკვლევრების, პროფესიული კოლეჯების და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრების წარმომადგენლებისთვის.