ღია გაკვეთილის თეორიული ნაწილი თემაზე „კოლექტიური სამაშველო საშუალებების მართვა“

ბუსსს ანრის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის საკუთრებაში არსებული გემი და რეალობასთან მიახლოებული სიმულატორები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია არდაგანის ტბაზე განთავსებული სამაშველო კანჯო, რომელიც ეფექტურად გამოიყენება როგორც პროფესიულ სწავლებაში,ასევე მეზღვაურთა წვრთნაში.
პროფესიული განათლების სტუდენტების ადაპტაციისა და პროფორიენტაციის ფარგლებში, 2025 წლის ნაკადის სტუდენტები ეწვივნენ აღნიშნულ სიმულატორს, სადაც ჩაუტარდათ ღია გაკვეთილის თეორიული ნაწილი თემაზე „კოლექტიური სამაშველო საშუალებების მართვა“.
პრაქტიკული წვრთნა დაიგეგმება უახლოეს მომავალში.
ღია გაკვეთილი ჩაატარა პროფესიული განათლების მასწავლებელმა ზურაბ ბერიძემ.