კონფერენცია „ბიბლიოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“

ა/წ 9 დეკემბერს Innovative Systems Management (ISM)-ის ორგანიზებით თბილისში, "Rooms Hotel"-ში გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „ბიბლიოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“.
კონფერენციაში მონაწილეობდა ბუსსს ანრის ბიბლიოთეკის უფროსი ანა მუშამბაძე.
ღონისძიების ფარგლებში იქნა განხილული ბიბლიოთეკების მომავალი ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში, როგორ იცვლება ცოდნის შექმნის, შენახვისა და გავრცელების მისია ეპოქაში, როცა AI-ზე დაფუძნებული სისტემები, დიდი მონაცემები და ციფრული ეკოსისტემები გარდაქმნიან ტრადიციული ბიბლიოთეკის ფუნქციებს.
დისკუსიები შეეხებოდა „ცოდნის საცავების“ ახალ ინოვაციურ სერვისებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩნდება ადამიანის და მანქანური ინტელექტის სინერგიის პირობებში.
მონაწილეებმა განიხილეს ბიბლიოთეკა 4.0-ის პრაქტიკული მოდელები, ინოვაციური სერვისები და მომავლის სტრატეგიები.