Senior Experten Service (SES) პროგრამა
ა/წ 16 დეკემბერს პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia-ს ორგანიზებით, Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა Senior Experten Service (SES) პროგრამას — გერმანელი ექსპერტების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
შეხვედრას უძღვებოდა დონორებთან თანამშრომლობის კოორდინატორი მარიკა ღვამიჩავა.
SES პროგრამა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს რეალურ შანსს:
მოიწვიონ გერმანელი ექსპერტები ტრენინგების, ვორკშოპებისა და კონსულტაციების ჩასატარებლად;
გაზარდონ თანამშრომელთა კვალიფიკაცი;ა
უზრუნველყონ სტუდენტებისთვის დამატებითი პრაქტიკული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ომარ დიასამიძე, რომელმაც დეტალურად მიიღო ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ.