საახალწლო წვეულება
ა/წ 26 დეკემბერს ბუსსს ანრის პერსონალისათვის გაიმართა საახალწლო წვეულება, რომელიც სითბოთი, პოზიტიური ემოციებითა და მხიარული განწყობით იყო სავსე.
ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო თანამშრომელი – ანა მუშამბაძე.
- საუკეთესო პროფესიული განათლების მასწავლებელი – მირანდა ჭინკაძე-ბაბუნაშვილი.
- საუკეთესო ინსტრუქტორი – ზვიად ზამთარაძე.
სასწავლებლის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული მადლიერებით დააჯილდოვა უნაკლო მომსახურების გაწევისათვის მეზღვაურთა წვრთნისა და სერთიფიცირების ცენტრის საქმისმწარმოებელი მონიკა დიასამიძე და პროფესიულ სტუდენტთა, თანამშრომელთა და მსმენელთა მომსახურების განყოფილების საქმისმწარმოებელი თამარა დარჩიძე.
საახალწლო წვეულებაზე ასევე გაიმართა საახალწლო დაჯილდოება – „Secret Santa“.
ტრადიციულად, გამოვლინდნენ სახალისო ნომინაციების გამარჯვებულებიც, რომლებსაც სპეციალურად დამზადებული, იუმორისტული სიგელები გადაეცათ:
- „ქალბატონი სურვეიერი“ – ნათია დიასამიძე.
- „Mrs. ზე-ოპერატიულობა“ – სოფიკო მამულაძე.
- „ელვა გოგონა“ – ანა მუშამბაძე.
- „ქალბატონი მასპინძელი“ – თამარ მიქელაძე.
- "Mr. დეტალებზე ორიენტირებული" – მინდია თავართქილაძე.
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
2026 წელი იყოს ბედნიერების, წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების მომტანი!
გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას!