ღია კარის დღე აბიტურიენტთათვის
ა/წ 3 აპრილს ბათუმში,სასტუმრო “შერატონში” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის მასშტაბური ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც ბუსსს ანრიმ მიიღო მონაწილეობა.
სასწავლებლის წარმომადგენლებმა საკუთარი პროგრამები და შესაძლებლობები წარადგინეს და დეტალურად ისაუბრეს სასწავლო პროცესზე, აქტივობებზე და სტუდენტურ ცხოვრებაზე.
ღონისძიება მომავალ სტუდენტებს აძლევდა შანსს ადგილზე, გაეგოთ – რეალურად რას სთავაზობს თითოეული სასწავლებელი.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარმოდგენილი საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერეს და დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების პროგრამებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები და ოფიციალური პირები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს მოიცავს.