შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან
სასწავლო პროცესის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და სასწავლო პროცესის მენეჯერმა გამართეს შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასწავლო პროცესის მსვლელობის ხარისხი, პროფესიული მასწავლებლების მიერ მიწოდებული მასალის აღქმის უნარი, პროფესიული სტუდენტების სწრებადობა, პრაქტიკული დავალებები, აქტივობები, რა გარემოში ისურვებდნენ გაკვეთილის წარმართვას, რა აქტივობებში სურთ მონაწილეობის მიღება,პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების განხილვა,სტუდენტური ინიციატივების წახალისება და სხვა.
შეხვედრა მიმდინარებდა კითხვა პასუხის რეჟიმში.