EBSCO-ს ელექტრონული ბაზების გამოყენების ტრენინგი

ა/წ 23 აპრილს შპს ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირების (Innovative Educational Connections, LLC) ორგანიზებით Google Meet პლატფორმის საშუალებით გაიმართა EBSCO-ს ელექტრონული ბაზების გამოყენების ტრენინგი, რომლის მიზანი იყო პლატფორმის უახლესი ფუნქციონალისა და 2025–2026 წლების სიახლეების გაცნობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ბიბლიოთეკის უფროსი ანა მუშამბაძე და ბიბლიოთეკარი მალვინა ურუშაძე.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა:
  • EBSCO-ს პლატფორმის პრაქტიკული გამოყენება.
  • Business Search (გაუმჯობესებული ბიზნეს ძიების სისტემა).
  • NLP & AI Insights (ბუნებრივი ენის დამუშავება და ხელოვნური ინტელექტი).
  • Recommendations (პერსონალიზებული რეკომენდაციები).
  • Citations Discovery (ციტირების აღმოჩენის ფუნქცია).
  • EBSCO Ebook Collection (ელექტრონული წიგნები ბონუსად).
ტრენინგს უძღვებოდა შპს ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირების პროექტების მენეჯერი მაია მეტრეველი.