ვებინარი: „პროფესიული ბრწყინვალების ცენტრები (CoVE) VET ორგანიზაციებისთვის“

ა/წ 20 აპრილს, National Erasmus+ Office in Georgia-ის ორგანიზებით, Google Meet პლატფორმის საშუალებით გაიმართა ვებინარი: „პროფესიული ბრწყინვალების ცენტრები (CoVE) VET ორგანიზაციებისთვის“.
ვებინარი მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, CoVE ინიციატივის ძირითადი პრინციპებისა და მონაწილეობის შესაძლებლობების გაცნობა.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პიარ-მენეჯერი — ანა მუშამბაძე.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ მიმართულებებზე:
  • პროფესიული ბრწყინვალების ცენტრების (CoVE) ინიციატივის არსი და ძირითადი პრინციპები.
  • CoVE პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობები VET ორგანიზაციებისთვის.
  • მაღალი ხარისხის უნარების ეკოსისტემების შექმნის მნიშვნელობა.
  • ინოვაციისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები.
  • ტრანსნაციონალური თანამშრომლობის როლი სოციალური გამოწვევების გადაჭრაში.
ვებინარს უძღვებოდა National Erasmus+ Office in Georgia კოორდინატორი - მარიამ სულაშვილი.