ვებინარი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ დაინტერესებული ყველა სექტორის წარმომადგენლებისთვის

ა/წ 6 მარტს National Erasmus+ Office in Georgia ორგანიზებით Google Meet პლატფორმის საშუალებით გაიმართა ვებინარი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ დაინტერესებული ყველა სექტორის წარმომადგენლებისთვის.
ვებინარი მიზნად ისახავდა ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმირებას, ვინც Erasmus+ პროგრამებში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულია.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პიარ-მენეჯერი - ანა მუშამბაძე.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ მიმართულებებზე:
Erasmus+ პროგრამის მიზნებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლების, ახალგაზრდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე;
პროექტების ტიპებსა და დაფინანსების შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ახალგაზრდულ სექტორსა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
განაცხადის წარდგენის პროცედურები და შეფასების კრიტერიუმები;
პარტნიორობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებზე, რომლებიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში;
წარმატებული პროექტების მაგალითები და პრაქტიკული რეკომენდაციები.
ვებინარს უძღვებოდა National Erasmus+ Office in Georgia კოორდინატორი - მარიამ სულაშვილი.