GE|EN

შეხვედრა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის

ა/წ 31 ოქტომბერს ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის (EDEC) ორგანიზებით ბათუმში, სასტუმრო „გრაფიქსში“ გაიმართა შეხვედრა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის, სადაც მონაწილეებს გააცნეს და გადასცეს ახალგაზრდების პროფესიული განათლებისა და სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები – „დამწყები სოციალური მეწარმის გზამკვლევი“, სამაგიდე თამაშები „ბიზნეს სვლა“ და „მოგზაურობა კარიერის სამყაროში“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ვაჟა გეგიძე და პროფესიული განათლების მასწავლებლები მზია ბაკურიძე და ლიუდმილა ბერიძე.