GE|EN

ტრენინგი თემაზე: „სამსახურეობრივი სტრესი“ ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტებისათვის

ა/წ 31 ოქტომბერს ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტების გამოკითხვის საფუძველზე გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამსახურეობრივი სტრესი“.

ტრენინგის მიზანი იყო პროფესიულ სტუდენტებში პრობლემების იდენტიფიცირების, ანალიტიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება.

მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ჯგუფური აქტივობების საშუალებით ისწავლეს, როგორ უნდა მოახდინონ რთული სიტუაციების ანალიზი, დასახონ მიზნები და შეიმუშაონ ეფექტური გადაწყვეტილებები.

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი და და COS Concept of Safety-ის ტრენინგების განვითარების ლიდი სოფიო მამესწარაშვილი.

იხ.ვიდეო