ბუსსს ანრის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პერსონალის მუდმივი განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა. სწორედ ამ მიზნით პერსონალს ტარდება სხვადასხვა თემატური ტრენინგები.
ა/წ 30 ოქტომბერს ბუსსს ანრის პერსონალმა გაიარა ტრენინგი: „მომსახურება, კომუნიკაცია და ურთიერთობები მომხმარებელთან“.
ტრენინგის ძირითადი აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:
სამუშაო პროცესის ორგანიზება და თანამედროვე საქმისწარმოების სტანდარტები;
ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის ტექნიკები, მათ შორის რთულ და სარისკო თემებზე საუბრის სტრატეგიები;
ემოციური ინტელექტის როლი პიროვნულ და პროფესიულ წარმატებაში;
მომხმარებელთან ურთიერთობის კულტურა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების გზები;
სტრესის მართვის მეთოდები და ანტიკრიზისული მიდგომები სამუშაო გარემოში.
მონაწილეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად — განახორციელეს პრაქტიკული დავალებები, გააანალიზეს საკუთარი ემოციები და პროფესიული კომუნიკაციის სტილი.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი და და COS Concept of Safety-ის ტრენინგების განვითარების ლიდი სოფიო მამესწარაშვილი.