GE|EN

"ვარდისფერი ოქტომბერი" ბუსსს ანრიში!

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, სასწავლებლის „ეკიპაჟმა“ მონაწილეობა მიიღო „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში და უმასპინძლა საქველმოქმედო ღონისძიებას.

ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მამოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა, ონკოქირურგმა და საქველმოქმედო ფონდი LiFE Life Foundation - ფონდი სიცოცხლე -ის დამფუძნებელმა თემურ გოგიტიძემ DocTemur Gogitidze დამსწრე საზოგადოებას გააცნო კამპანიის მნიშვნელობა და მიზნები.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ემსახურება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ადრეული სკრინინგის პოპულარიზაციას — რაც პრევენციის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

ბუსსს ანრი აქტიურად ერთვება სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივაში, რადგან გვჯერა — პატარა სიკეთესაც კი შეუძლია დიდი ცვლილება შეიტანოს ადამიანის ცხოვრებაში.

იხ.ვიდეო