GE|EN

ანზორ დიასამიძის დაჯილდოება

2024 წლის 25 ივნისს შორეული ნაოსნობის კაპიტანი,ბუსსს ანრის დირექტორი ბ-ნი ანზორ დიასამიძე დაჯილდოვდა მედლით "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
ანზორ დიასამიძემ 16 წლიდან მიუძღვნა თავისი ცხოვრება საზღვაო დარგში მოღვაწეობას და რიგითი მეზღვაურიდან გახდა წარმატებული შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
კარიერაში უდიდესი წარმატების მიღწევის შემდეგ მან გადაწყვიტა მისი ცხოვრება მიეძღვნა საზღვაო დარგის ახალი თაობის სპეციალისტების აღზრდას.
ბუსსს ანრის სრული ეკიპაჟი და პროფესიული სტუდენტები ვულოცავთ სასწავლებლის დირექტორს,ჩვენი ეკიპაჟის კაპიტანს დამსახურებულ ჯილდოს ,ვუსურვებთ მრავალ წარმატებას. ?ვამაყობთ თქვენით,ბ-ნო ანზორ!
ბუსსს ანრის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაფასებისათვის.
იხ.ვიდეო