GE|EN

გილოცავთ ნინოობას!

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას - საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაულს აღნიშნავს.
წმინდა ნინოს ხსენება აღინიშნება წელიწადში ორჯერ:
14 იანვარს (ახალი სტილით 27 იანვარს) — გარდაცვალება;
19 მაისს (ახალი სტილით 1 ივნისს) — საქართველოში შემოსვლა.
ნინოობას გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს!