GE|EN

საწვრთნელი არაკონვენციური კურსი - “მცირეზომიანი სანაოსნო საშუალებების მძღოლების მომზადება და გადამზადება”

ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი ფუნქციონირებს 20 წელზე მეტი, აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
საწვრთნელი ცენტრი ახორციელებს როგორც კონვენციურ, ასევე არაკონვენციურ საწვრთნელ კურსებს, გემთფლობელი, დამსაქმებელი კომპანიების მოთხოვნათა შესაბამისად.
საწვრთნელი ბაზა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ საწვრთნელი არაკონვენციური კურსი - “მცირეზომიანი სანაოსნო საშუალებების მძღოლების მომზადება და გადამზადება” .
მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ბუსსს ანრის დირექტორმა ანზორ დიასამიძემ გადასცა შესაბამისი სერტიფიკატები.
ინსტრუქტორი: დავით ფირცხალაიშვილი.
იხ.ვიდეო