GE|EN

სტუდენტური სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსი

ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაცია საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) ქ. ბათუმში ატარებს სტუდენტური სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები, მათ შორის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, სადაც წარადგენენ სამოქალაქო განათლების მოდულის (არა ინტეგრირებული) ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს.
საუკეთესო პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით.
ქ. ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორპუსი I
24-26 მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით)
დაინტერესებულ პროფესიულ სტუდენტებს ვთხოვთ მიმართოთ პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებას.