GE|EN

Erasmus+ საინფორმაციო ვებინარი - "ალიანსები ინოვაციებისთვის უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების სფეროში".

ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ა/წ 19 სექტემბერს, 11:00 საათზე Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით პლატფორმა: Google Meet-ის საშუალებით გაიმართება საინფორმაციო ვებინარი - "ალიანსები ინოვაციებისთვის უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების სფეროში".
ვებინარზე განიხილავენ აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას და მის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებელთათვის, რაც დაგეხმარებათ წარმატებული აპლიკაციის შექმნაში შემდგომი დედლაინისათვის.
სარეგისტრაციო ბმული დაიგზავნება შიდა ჩატებში.
დაინტერესებულ პროფესიულ სტუდენტებს ვთხოვთ მიმართოთ პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებას.