GE|EN

ტრენინგი: ”მომსახურების სტანდარტები და მომხმარებელთან კომუნიკაციის ფსიქოლოგია"

ა/წ 09,11 და 12 დეკემბერს ბუსსს ანრის თანამშრომლებისათვის Google Meet-ის საშუალებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი: ”მომსახურების სტანდარტები და მომხმარებელთან კომუნიკაციის ფსიქოლოგია".
ტრენინგს უძღვებოდა KEY CONSULTING-ის დამფუძნებელი და დირექტორი,გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი,
ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი - ლიკა ოხანაშვილი.
ტრენინგზე იქნა განხილული შემდეგი საკითხები: მომხმარებლის ტიპები და მათი ფსიქოლოგიის ამოცნობა,კომუნიკაციის ეტაპები,
კომუნიკაციის ბარიერები,კულტურა და კომუნიკაცია,მომსახურების სტანდარტები,მუშაობა რთული ტიპის მომხმარებლებთან.
ტრენინგი მოიცავდა აქტივობებს,ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ დავალებებს.