GE|EN

სასწავლებლის კარი გაიღო 2024 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის

ა/წ 25 ნოემბერს სასწავლებლის კარი გაიღო 2024 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის. მათ ჩაუტარდათ გაცნობითი და საინფორმაციო შეხვედრა.
პროფესიული სტუდენტები გაეცნენ სასწავლებლის ვებ-გვერდსა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს,ხელი მოაწერეს პროფესიული სტუდენტის ხელშეკრულებას.
სასწავლებლის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა ელექტრონული კვლევა "პროფესიული სტუდენტის მოლოდინი", რომელიც იყო ნებაყოფლობითი და ანონიმური.ამ კვლევის მიზანია სწავლის დასრულების შემდეგ მოხდეს შეფასება თუ რამდენად გამართლდა პროფესიული სტუდენტების მოლოდინები.
მადლობას ვუხდით პროფესიულ სტუდენტებს, რომ აირჩიეს ჩვენი სასწავლებელი!
ვუსურვებთ წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს!