GE|EN

ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულით!

ბუსსს ანრის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კურსდამთავრებულთა დასაქმება, ამ მიმართულებით კოლეჯი ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. ჩვენ გვაქვს უწყვეტი კავშირი ჩვენს კურსდამთარებულებთან და გვახარებს მათი წარმატებები.
სწორედ ასეთი სიხარული გვაქვს და გვინდა ყველას გაგიზიაროთ!
ბუსსს ანრის წარჩინებულმა პროფესიულმა სტუდენტმა, 2025 წლის გამოშვების გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულმა ნიკა მეგრელიძემ პირველი გასვლით, 85% შედეგით წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო გამოცდა.
ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულით! ვულოცავთ და ვუსურვებთ მიზნების 100% მიღწევას, წარმატებულ კარიერულ განვითარებას!