GE|EN

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის და სსიპ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების განვითარება და შრომის ბაზრის უზრუნველყოფა კვალიფიციური პროფესიული კადრებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბუსსს ანრის გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ და კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ .