info@mtc-anri.ge +995 422 210-757

  • ქართული
  • English
  • Русский

ჩვენს შესახებ / სასწავლების პოლიტიკა და მიზნები

1. გავრცელების სფერო

  1. არსებული დებულება ითვლება ნორმატიულ დოკუმენტად შპს ბუსსს ანრის მთელი პერსონალისათვის და წარმოადგენს შპს ბუსსს ანრის ხმს პოლიტიკასა და მიზნებს;
  2. არსებული დებულება ინახებაპს შპს ბუსსს  ანრის ხარისხის განვითარების და უზრუნველყოფის სამსახურში. ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველა განყოფილებისთვის შიდა ქსელის მეშვეობით.
  3. დოკუმენტის ვერსიის ნომერი იცვლება იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში მოხდა მოქმედი ვერსიის მნიშვნელოვანი ცვლილება. სხვა შემთხვევაში წლის დასაწყისში დამტკიცებულ ვერსიას ენიჭება N1.
  4. არსებული დებულებიდან ამონაწერი: „ხარისხის პოლიტიკა და მიზნები“, გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი, ქართულ ინგლისურ ენაზე, გამოკრულია სასწავლებლის მე-2 და მე-3 სართულზე, თვალსაჩინო ადგილებზე.

 

2. მითითებები

წინამდებარე დებულების მომზადებისას გათვალისწინებულია შემდეგი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები:

  1. სს ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის (მართვის) სისტემა. მოთხოვნები;
  2. სს ISO 9000:2015 - ხარისხის მენეჯმენტის (მართვის) სისტემა. ძირითადი დებულებები და ლექსიკონი
  3. ნდ #-2-010101 - შპს ბუსსს ანრის ხარისხის სახელმძღვანელო

 

3. ტერმინები, განმარტებები, შემოკლებები

წინამდებარე დებულებაში გამოყენებულია ის ტერმინები, განმარტებები და შემოკლებები რომლებიც გამოყენებულია ხარისხის დარგის სახელმძღვანელოში.

შემოკლებები:

  1. შპს ბუსსს ანრი (ANRI) – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი;
  2. ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
  3. ხმს – ხარისხის მართვის სისტემა;
  4. ხარისხის სამსახური - შპს ბუსსს  ანრის ხარისხის განვითარების და უზრუნველყოფის სამსახური

 

4. ზოგადი დებულება

4.1 საერთო პოლიტიკა და სტრატეგია

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მთლიანი (ძირითადი) საქმიანობა მიმართულია:

  • მეზღვაურთა მომზადება–გადამზადება, სერტიფიცირება „მეზღვაურთა მომზადების დიპლომირებისა და ვახტაზე დგომის“ საერთაშორისო კონვენცია STCW, ცვლილებებით, საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და სხვა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების, წესებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
  • სამომავლოდ კვალიფიცირებული და მაღალ დონეზე მომზადებული მეზღვაურების განათლება საქართველოს განთლების საკანონმდებლო აქტებისა და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად შემდეგი სპეცილობებით:
  • უმაღლესი საზღვაო საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამირებით (ბაკალავრიატი):
  • საზღვაოსნო მეცნიერებები – (საზღვაო ნავიგაცია) და
  • საზღვაოსნო მეცნიერებები – (გემის მექანიკა).

აგრეთვე  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, სპეცილობებზე:

  • მე–III საფეხურის გემბანის რიგითი მეზღვაური და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური;
  • უცხოელი სტუდენტების მომზადება მე–III საფეხურის გემბანის რიგითი მეზღვაური და სამანქანე   განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით.
  • შპს ბუსსს ანრის სტუდენტების საზღვაო პრაქტიკით და სამომავლო დასაქმებით უზრუნველყოფა კონვენცია „საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ“ (ILO MLC 2006) მოთხოვნათა შესაბამისად.;
  • მოქმედი მეზღვაურების დასაქმება საერთაშორისო გემთმფლობელი კომპანიების გემებზე საერთაშორისო კონვენცია „საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ“ (ILO MLC 2006) მოთხოვნათა შესაბამისად.

 შპს ბუსსს ანრი მიისწრაფვის შეინარჩუნოს ძველი და განავითაროს ახალი საქმიანი, სამეცნიერო და სხვა ურთიერთთანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უმაღლეს, პროფესიულ სასწავლებლებთან, საწვრთნელ ცენტრებთან და კრუინგულ კომპანიებთან;

შპს ბუსსს ანრის ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარი ხარისხის მართვის სისტემის  შენარჩუნება მაღალ დონეზე, არამედ მისი დანერგვის მიწოდება (მოთხოვნა) პარტნიორებზე და დამკვეთებზე.

 

  1. ხარისხის პოლიტიკა

შპს ბუსსს ანრის ხარისხის პოლიტიკას წარმოადგენს მიზანდასახული ღონისძიებთა კომპლექსი, რომელთა მეშვეობითაც ხდება მომსახურების და მისი პირობების ხარიასხიანი შესრულების უზრუნველყოფა და შპს ბუსსს ანრის მომხმარებლისა და დამკვეთის მომსახურების სრული დაკმაყოფილება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით;

ყოველივე ამის უზრუნველყიოფისათვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015ს შესაბამისად დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის გამოყენებით შპს ბუსსს ანრის ხარისხის სამსახური სამუშაო და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ახდენს შინაგანაწესის, პროცედურების, დებულებების, ინსტრუქციების, აუცილებელი ფუნდამენტალური პროგრამების, სილაბუსების, სასწავლო გეგმების, საჭირო სახელმძღვანელოების შემუშავებასა და დანერგვას; საერთაშორისო დონეზე საზღვაო სპეციალისტების მომზადება/გადამზადების, სერთიფიცირებისა და სტუდენტების განთლების წარმოებისთვის იყენებს აუცილებელ დანადგარებს, ტრენაჟორებს, კომპიუტერიულ ტექნიკას, ლიტერატურას.

შპს ბუსსს ანრის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს:

  • შპს ბუსსს ანრის მომხმარებლის, პერსონალისა და მთლიანად საზოგადოების მოთხოვნების და იმედების შესრულება და გამართლება;
  • შპს ბუსსს ანრის საქმიანობის შეუწყვეტელ გაუმჯობესება, რის საფუძველზეც გაიზრდება სასწავლებლის კონკურენტუნარიანობა მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე;
  • ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესება ორგანიზაციის ყველა დონეზე, შპს ბუსსს ანრის ადმინისტრაციის მუდმივი კონტროლის ქვეშ;
  • ხარისხის მართვის სისტემაზე შესაბამისობის უზრუნველყოფა და ხარისიხის მართვის სისტემის შედეგიანობის უწყვეტი ამაღლება;
  • შეუსაბამობების დროულად აღმოაჩინა და აღმოფხვრა;
  • რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • ხარისხის მართვის სისტემის გაანალიზებით მიღწეულზე არ შეჩერება და მისწრაფება უფრო მაღალი დონის მოსაპოვებლად;
  • სასწავლებლის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების დახვეწა და და მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია;
  • თანამშრომლებისთვის სამუშაო სათანადო პირობებისა და მატერიალური სტიმულირების სისტემის სრულყოფა;
  • წამყვან საზღვაო სასწავლო დაწესებულებებთან და მსოფლიოს სანაოსნო და საკრუინგო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განავითარება.

შპს ბუსსს ანრის ხარისხის პოლიტიკა მიმართულია საქმიანობის მუდმივი გაუჯობესებისკენ საერთაშორისო და ნაციონალური სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;

შპს ბუსსს ანრის ურთიერთთანამშრომლობა მომხმარებელთან, მომწოდებელთან და ყველა დანარჩენ პარტნიორებთან, მომსახურებისა და მოქმედების მხრივ, ხდება როგორც ხარისხის გამოხატვა;

შპს ბუსსს ანრის ხელმძრვანელობის მიერ ფორმულირებული და ჩამოყალიბებული საერთო პოლიტიკა, სტრატეგია და ხარისხის პოლიტიკა აუცილებლად უნდა იქნას გაცნობილ ყველა თანამშრომელზე ორგანიზაციული სტრუქტურის ნებისმიერ დონეზე.

       

       4.ხარისხის მიზნები

  1. თანამშრომლებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის მინიმუმ 10%-ით ასამაღლებლად პერიოდულად ტექნიკური მეცადინეობების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება;
  2. პროფესიული განვითარების ამაღლების, შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების პერსონალისთვის გადაცემის/გაზიარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამართულ სემინარებზე/კონფერენციებზე/ტრენინგებზე სწრებადობის დონის ამაღლება 10%-ით;
  3. შეუსაბამო მომსახურების მართვის გაუმჯობესება აუდიტების დროს აღმოჩენილი შეუსაბამობების რაოდენობის 5%-ით შემცირების მიზნით;
  4. გასულ წელიწადთან შედარებით 10%-თ კადრების შევსება კვალიფიცირებული პერსონალით;
  5. სასწავლო/საწვრთნელი მასალა, ტრენაჟორები, დანადგარები და სხვა საჭირო აღჭურვილობის განახლება 5%ით წინა წლებთან შედარებით;
  6. სასწავლებლის სტუდენტებისთვის შორეულ ნაონობაში პრაქტიკის გასავლელად ხელისშეწყობა,  წინა წლებთან შედარებით 5%ით გაზრდა.

 

  1. ხარისხის ვალდებულებები

შპს ბუსსს ანრის პოლიტიკისა და საქმიანობის შესრულებისა და ხარისხის მენეჯმენტის მუდმივი გაუმჯობესებისთვის შპს ბუსსს ანრის ხელმძღვანელობამ დაადგინა ხმს შემდეგი ვალდებულებები:

  1. მუდმივად ხდებოდეს შპს ბუსსს ანრის განვითარების დონის შენარჩუნება ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტისა და შპს ბუსსს ანრის წესდების მოთხოვნათა შესაბამისად;
  2. შპს ბუსსს ანრის ადმინისტრაციამ თავის საქმინობაში იხელმძღვანელოს შემდეგი  კანონმდებლობით:
    • საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“;
    • საერთაშორისო კონვენცია  „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ (STCW, ცვლილებებით);
    • საერთაშორისო კონვენცია „საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ“ (ILO MLC 2006)
  • საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
    • საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
    • საქართველოს კანონო განათლების ხარისხის განვითარების შესახებ;
    • საქართველოს შრომის კოდექსი

და სხვა შპს ბუსსს ანრის საქმიანობასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო კანონებით, კონვენციებით, სტანდარტებით, მოთხოვნებით, ნორმატიული აქტებით;

  1. პერიოდულად მოახდინოს შინაგანაწესის, პროცედურების, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამების შემუშავება, განახლება ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების, სტანდარტების ცვლილებებთან დაკავშირებით;
  2. ყველა საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისი საჭირო სახელმძღვანელოების შეძენა და შპს ბუსსს ანრის საქმიანობის პროცესში მათი დანერგვის უზრუნველყოფა;
  3. შეიმუშაოს და შეინარჩუნოს მოქმედებაში ორგანიზაციული სტრუქტურა და გამოყოს რესურსები ხმს პოლიტიკის, მიზნებისა და ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისთვის;
  4. სისტემატურად მოახდინოს თავისი მომსახურების პროცესების დაგეგმარება სწავლების მომზადება/გადამზადების, დასაქმებისა და სერტიფიცირების მხრივ;
  5. მოახდინოს ხელშეკრულებისა და განცხადებების შემუშავება შპს ბუსსს ანრის პოლიტიკის, მიზნებისა და ვალდებულებების ანალიზის მიზნით;
  6. შპს ბუსსს ანრის პერსონალისა და მომწოდებლების მიერ აქტუალური გამოყენების მიზნით მოახდინოს დოკუმენტებისა და მონაცემების მართვა;
  7. საკუთარი სამუშაოებისა და მომსახურების იდენტიფიკაციისა და მეთვალყურეობის (მიკვლევადობის) უზრუნველყოფა;
  8. განახორციელოს თითოეული თანამშრომლის სამუშაოების მართვა თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად;
  9. უზრუნველყოს თითოეული თანამშრომლის შესრულებული სამუშაოების შემოწმება;
  10. მოახდინოს შეუსაბამო მომსახურების  მართვა ცალკეულ განყოფილებებში;
  11. მოახდინოს ხარისხის საანგარიშო დოკუმენტებით მართვა, მათი მოგროვების, იდენტიფიკაციის და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით;
  12. გეგმიიურად ჩაატაროს ხარისხის შიდა შემოწმება განყოფილებებში, მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი მოქმედებების დანერგვით;
  13. ხმს გასაუმჯობესებლად და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერიოდულად ტარდებოდეს ტექნიკური მეცადინეობები, სემინარები, ტრენინგები;
  14. განახორციელოს  შპს ბუსსს ანრის პერსონალზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;
  15. შპს ბუსსს ანრიში მოქმედი პროცესების და ქვეპროცესების დადგენა, დაგეგმვა და კონტროლირება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო პროდუქციის/ მომსახურების ხარისხი;
  16. ახორციელოს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოწვეული სტუდენტების მომზადება/განათლება საზღვაო დარგში;
  17. სისტემატურად მოახდინოს პედაგოგიური შემადგენლობის პირთა გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდების შესასწავლად;
  18. მოახდინოს ბიბლიოთეკის სისტემატური განახლება;
  19. შპს ბუსსს ანრიში ჩატარდეს ცენტრის პოლიტიკისა და სტრატეგიების სისტემატური ანალიზი წელიწადში არა ნაკლებ ერთისა, საერთო კრების სხდომაზე;
  20. შპს ბუსსს ანრის საერთო კრების სხდომაზე ჩატარდეს ხარისხის მენეჯმენტის ანალიზი და ანალიზის შედეგების საფუძველზე განხორცილედეს ხარისხის სფეროში მიზნების გადახედვა და შესრულება ყველა დონეზე;
  21. შპს ბუსსს ანრის მთელ პერსონალამდე დროულად იქნად დაყვანილი დადგენილი პოლიტიკა, მიზნები და ვალდებულებები.
  22. შეუსაბამო მომსახურეობის მართვა სრულ აღმოფხვრამდე;
  23. რისკების შეფასება და პრევენცია;
  24. სისტემატიურად, არა ნაკლებ წელიწადში ერთისა, ხმს ანალიზის ჩატარება,  პოლიტიკისა და მიზნების, გეგმების შესრულების კონტროლის მიზნით.

    რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


    211
    ახალბედა
    113
    საათი სწავლა
    78
    ეტაპობრივი გამოცდა
    1001
    კურსდამთავრებული