სტუდენტური ღონისძიებები

                                                   

                                                რა? სად? როდის?

  •      ინტელექტუალური თამაში „ რა? სად? როდის?“ არის  სატელევიზიო შოუს ანალოგი. ის შედგება რამდენიმე გუნდისაგან და არსებულ გუნდში რამდენიმე წევრისაგან. აგრეთვე რამდენიმე ტურისაგან რის შედეგადაც გამოვლინდება ორი გამორჩეული გუნდი და დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ფინალში, რათა მოიპოვონ გამარჯვება და გახდნენ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის „წლის ინტელექტუალები“.
  • კითხვები მეტწილად წარმოადგენს არატრივიალურ ლოგიკურ გამოცანებს, რომელებიც არ საჭიროებენ განსაკუთრებულ ცოდნას (მხოლოდ ბაზისურ გათვითცნობიერებას).
  • თამაშში მონაწილეობის უფლება აქვს ბუსსს ანრის ნებისმიერი კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტს და ასევე პროფესიულზე ჩარიცხულ სტუდენეტბს. შესაძლებელია ერთი ფაკულტეტიდან რამდენიმე გუნდის შექმნა.
  • მონაწილეობას იღებს რვა გუნდი. არა ნაკლებ ოთხისა. საიდანაც, თითო შეხვედრაზე ორ გუნდს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული გადადის ნახევარ ფინალში.
  • ნახევარ ფინალისათვის შერჩეული იქნება ოთხი გუნდი. საიდანაც, თითო შეხვედრაზე ორ გუნდს შორის  ერთ-ერთი გამარჯვებული გადადის ფინალში.
  • ფინალისათვის შერჩეული იქნება ორი გუნდი. საიდანაც ბოლო შეხვედრისას გამოვლინდება ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელიც დააგროვებს ქულების ყველაზე მეტ რაოდენობას. 
  • ჟიური შედგება სამი წევრისაგან.
  • გამარჯვებული გუნდის წევრები ხდებიან ბუსსს ანრის „წლის ინტელექტუალები“ და გუნდს გადაეცემა თასი.

  • თითოეულ გუნდის წევრს გადაეცემა სიგელი, როგორც „წლის ინტელექტუალს“ და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პრიზები.

  • გუნდის კაპიტანს, რომელსაც მოგებული ექნება ბლიც ტური და ამასთან ერთად სუპერ ტური, გადაეცემა სიგელი, როგორც „წლის ინტელექტუალი“ და „საუკეთესო გუნდის კაპიტანი“ და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პრიზები.

                                                     

                                                 გუნდების რეგისტრაცია

 

რეგისტრირდება რვა გუნდი.

გუნდი შედგება ექვსი წევრისაგან, რომელსაც ყავს კაპიტანი.

გუნდში  გაწევრიანება ნებაყოფლობითია.

სავალდებულოა ყველა გუნდის წევრის საკონტაქტო ინფორმაცია. სავალდებულოა:

  • სახელი, გვარი
  • მობილურის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა.
  • კურსი და ფაკულტეტი.                                                       

კაპიტნის არჩევა ხდება შიდა კენჭისყრით.

გუნდები ირჩევენ სახელწოდებებს.

გუნდების, კაპიტნების და სახელწოდებების წარდგენა ხდება რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ მოხდება არანაირი ცვლილების შეტანა.

 

    რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


    211
    ახალბედა
    113
    საათი სწავლა
    78
    ეტაპობრივი გამოცდა
    1001
    კურსდამთავრებული