ჩვენს შესახებ / ეთიკის კოდექსი

დამტკიცებულია – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბათუმის უმაღლესი საზღვაო
საინჟინრო სასწავლებელი ანრის გენერალური დირექტორის მიერ ( 2019 წლის 27 მარტის სენატის
სხდომა, ოქმი N07; გენერალური დირექტორის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება N52);


შპს ბუსსს ანრის ეთიკის კოდექსით განისაზღვრება სასწავლებლის თანამშრომლებისა და სტუდენტების
ქცევის სავალდებულო ნორმები, მოცემული ნორმების დარღვევის გამო გადაცდომის პირობები,
ფარგლები და დისციპლინური წარმოების პროცედურები.
სასწავლებლის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებას:

  • მაღალ ხარისხს - სწავლების, სწავლის და სასწავლებლის ადმინისტრაციული საქმიანობის
  • სფეროებში;
  •  აკადემიურ და ინტელექტუალურ თავისუფლებას - ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომლის
  • მიზანია ხელი შეუწყოს დაინტერესებულ პირებს სწავლისა და სწავლების პროცესში, ამასთანავე,
  • უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  •  სამართლიანობას - პიროვნების პატივისცემა და მისდამი სამართლიანი და მიუკერძოებელი
  • მოპყრობა. სამართლიანობის პრინციპი საფუძვლად უდევს სასწავლებელში არსებულ
  • სტანდარტებს და პროცედურებს სტუდენტებთან დაპერსონალთან მიმართებაში;
  •  ანგარიშვალდებულებას - მინიჭებული უფლებებისა და დაკისრებული მოვალეობების
  • სრულფასოვანი განხორციელება;
  •  კეთილსინდისიერებას - თითოეული დასაქმებულის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობის პირნათლად და გულისხმიერად შესრულება.

 ეთიკის კოდექსის მიზნები, ამოცანები, სტანდარტები, ღირებულებები და ნორმები
1. ეთიკის კოდექსის მიზანია ჩამოაყალიბოს და დაამკვიდროს პრინციპები, რომლის მიხედვითაც უნდა
იმოქმედონ სასწავლებლის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა.
ეთიკის კოდექსი არ მოიცავს ყველა შესაძლო ეთიკურ პრობლემას. მისი მიზანია, თანამშრომლებსა და
სტუდენტებს მიაწოდოს ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ
იმოქმედონ ეთიკური სტანდარტებისა და წესების შესაბამისად.
2. ეთიკის კოდექსის ამოცანებია:
1) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების,
კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
2) კოლეგიალური და ლოიალური გარემოს ფორმირება და დამკვიდრება;
3) თანამშრომლებს, სტუდენტებსა და სასწავლებელში მოღვაწე პირებს შორის კომუნიკაციური ბარიერების დაძლევა; 4) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის
მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე
პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების
მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება
დაინტერესებული პირებისათვის;
5) ურთიერთპატივისცემის წახალისება;
6) პასუხისმგებლობის ამაღლება;
7) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი პროფესიონალი კადრების მომზადება.
3. ეთიკის კოდექსის სტანდარტები, ღირებულებები და ნორმები:
წინამდებარე კოდექსი ადგენს სასწავლებლის თანამშრომლების და სტუდენტების ეთიკის საეღტო
წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა.
ეთიკის საერთო წესების დარღვევად მიიჩნევა სასწავლებლის ტერიტორიაზე განხორციელებული
შემდეგი ქმედებები:
1) ხელის შეშლა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის;
2) სასწავლებლის ქონების დაზიანება, არამიზნობრივად გამოყენება, ტერიტორიის დანაგვიანება,
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა
3) სასწავლებელში დაწესებული უნიფორმის ტარების წესების დარღვევა;
4) თამბაქოს მოწევა შენობაში ან საამისოდ ნებადართული ტერიტორიის მიღმა;
5) ალკოჰოლური სასმელების შეტანა, გავრცელება ან/და მოხმარება, გარდა ადმინისატრციის მიერ
ნებადართული შემთხვევებისა;
6) აზარტული თამაშების ორგანიზება და/ან მათში მონაწილეობის მიღება;
7) შეურაცხოფის მიყენება სხვა პირისათვის, ბილწსიტყვაობა;
8) ნებისმიერი პირის დისკრიმინაცია.
 ბუსსს ანრის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ეთიკის ნორმები
ბუსსს ანრის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი (შემდეგში პერსონალი) ინსტიტუციონალურ
და ინდივიდუალურ დონეზე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას სასწავლებლის, როგორც
საგანმანათლებლო დაწესებულებისადმი, შექმნას სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და
პროფესიული განვითარებისთვის აიცილებელი გარემო, უნდა უფრთხილდებოდეს სასწავლებლის
სახელს და მის შენობაში, თუ გარეთ, იქცეოდეს სასწავლებლის ავტორიტეტისა და დაკავებული
თანამდებობის შესაფერისად. პერსონალის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის, ზნეობისა და
მორალის მაღალ სტანდარტებს, კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებას. უნდა გამორიცხავდეს
თანამშრომლებისა და სტუდენტების დისკრიმინაციას.

  •  სასწავლებლის პერსონალი ვალდებულია:

1) საკუთარი წვლილი შეიტანოს სასწავლებლის განვითარებაში;
2) შექმნას არადისკრიმინაციული გარემო სასწავლებლის პერსონალისა და სტუდენტებისთვის;
3) არ დაუშვას და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები;
4) შექმნას სწავლა/სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობები და გარემო;
5) გონივრულად და კეტილსინდისიერად გამოიყენოს სამშაო დრო;
6) ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყენოს სასწავლებლის კუთვნილი მატერიალურ-
ტექნიკური რესურსები;
7) არ გაამჟღავნოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მიღებული
კონფიდენციალური ინფორმაცია;
8) პატივისცემით მოეპყრას სასწავლებელში დასაქმებულ პირებს, მიუხედავად მათი
პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული თავისებურებებისა; 9) ხელი შეუწყოს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და აირიდოს პირადი თუ
სხვა სახის კონფლიქტების გაღვივება;
10)არ დაუშვას კოლეგის დამცირება, შეურაცხყოფა, ან ანონიმურად დადანაშაულება;
11) იმოქმედოს კოლეგიალობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს
შექმნისათვის აუცილებელი სხვა პრინციპებისა და ნორმების დაცვით;
12) არ მიიღოს სტუდენტისგან ან სხვა დაინტერესებული პირისგან საჩუქარი (ქრთამი);
13) სამუშაო საათებში ატაროს სასწავლებელში დაწესებული უნიფორმა.
პეროსნალის მიერ დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევის პირველ შემთხვევაში შემოიფარგლება
ზეპირი შენიშვნით; იგივე ქმედების 1 წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში - საყვედური პირად
საქმეში; მესამე შემთხვევაში = შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
 ბუსსს ანრის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლის ეთიკის ნორმები
აკადემიური პერსონალისა (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და
ასისტენტი) და მასწავლებლის (კოლეჯის და მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის
მასწავლებელი, ინსტრუქტორი) ძირითადი მოვალეობაა:
1) თავისი ფუნქცია-მოვალეობები შეასრულოს მაღალ ეთიკურ და ზნეობრივი ნორმების
დაცვით;
2) ჩამოაყალიბოს მაღალი პროფესიული დონის სპეციალისტი, ხელი შეუწყოს მასში
შრომისმოყვარეობის, საზოგადოების დანარჩენ წევრთა პატივისცემისა და
კანონმორჩილების თვისებების გამომუშავებას;
3) პროფესიული ვალდებულების შესრულებისას იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი
და მიუკერძოებელი;
4) პროფესიული საქმიანობისას სტუდენტებს მისცეს სამართლიანობის,
ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და
გარემოს დაცვის მაგალითი;
5) სასწავლო პროცესი წარმართოს სასწავლებლის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმის
მიხედვით;
6) დარგის, შესაბამის სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად გაანახლოს სასწავლო,
მოსამზადებელი კურსის თემატიკა და სტრუქტურა, მუდმივად სრულყოფდეს მისი
წარმართვის მეთოდიკას; პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების
კომპეტენტურად შესრულებაზე და მუდმივად ზრუნავს ცოდნის განახლებასა და
გაღრმავებაზე;
7) სტუდენტებს უწევს ინტელექტუალურ და აკადემიურ ხელმძღვანელობას სასწავლებლის
მიერ დადგენილი საკონსულტაციო განრიგის შესაბამისად (პედაგოგის დატვირთვის
ნაწილი), ასევე დამატებით, სტუდენტის საჭიროების გათვალისწინებით; ეხმარება
სტუდენტს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვასა და
საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევაში;
8) ლექციაზე შედის დროულად, სათანადოდ მომზადებული და ორგანიზებული, არ უშვებს
ლექციის განსაზღვრულ დრომდე დასრულების ან/და არასაპატიო მიზეზით გაცდენის
შემთხვევებს; ეფექტურად იყენებს სწავლებისათვის/მომზადებისთვის განკუთვნილ დროს
სასწავლო, მოსამზადებელი პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად;
9) დანიშნულ დროს, დადგენილი წესის შესაბამისად ატარებს გამოცდას და აფასებს ყველა
გამოცხადებული სტუდენტის ცოდნას;
10) ქმნის პირობებს გამჭვირვალე აკადემიური გარემოს შესაქმნელად, სტუდენტებს აწვდის
ამომწურავ ინფორმაციას შეფასების სისტემის შესახებ; შეიმუშავებს და ნერგავს სწავლებისა
და შეფასების ისეთ მეთოდებს, რაც გამორიცხავს პლაგიატს; 11) აღიარებს და იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, მათ საავტორო უფლებებს;
12) იცავს კონფიდენციალობას მსმენელების, კოლეგებისა თუ სწავლების, მომზადების
პროცესში ჩართული სხვა პირების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
13) იჩენს თანაბარ (არაფამილიარულ) ყურადღებას ყველა სტუდენტის მიმართ განურჩევლად
სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი
მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა; ზრუნავს, რომ ყველა სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი
განათლება, მიუხედავად მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ
შეზღუდული შესაძლებლობისა;
14) პატივს სცემს სტუდენტთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და
შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად; ხელს უწყობს განსხვავებული აზრის
პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას;
15) თავისუფალია რელიგიური მრწამსის არჩევაში, ამავე დროს პატივს სცემს განსხვავებულ
შეხედულებებს; არ ეწევა სტუდენტებთან რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას;
16) არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის;
17) არ იღებს სტუდენტისაგან საჩუქარს ან სხვა სახის სარგებელს მაღალი შეფასებისა თუ
მისთვის სხვა უპირატესობის მინიჭების სანაცვლოდ;
18) არ იყენებს სტუდენტის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი
მიზნებისათვის;
19) არ აყენებს სტუდენტს რაიმე სახის შეურაცხყოფას; მათთან ურთიერთობისას იცავს
საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს;
20) ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს სტუდენტთა აზრს და იღებს
ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს;
21) მეტყველებს სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით;
22) უფრთხილდება სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, იყენებს
დანიშნულებისამებრ და გამორიცხავს რესურსების გამოყენებას თვითნებურად, პირადი
მიზნებისათვის;
23) უფრთხილდება სასწავლებლის რეპუტაციასა და პრესტიჟ;
24) სასწავლებლის სახელით საჯარო განცხადების/კომენტარის გაკეთების შემთხვევაში იცავს
ეთიკის კოდექსსა და სხვა პირთა უფლებებს. თუ განცხადება/კომენტარი არ არის
დაკავშირებული პროფესიულ საქმიანობასთან, სავალდებულოდ აღნიშნავს, რომ
განცხადება/კომენტარი გამოხატავს მის პირად პოზიციას;
25) სტუდენტებთან ურთიერთობას წარმართავს ისეთი ფორმით, რაც საფრთხეს არ უქმნის
პედაგოგის მიერ სტუდენტის სწავლის შედეგის ობიექტურ და სამართლიან შეფასებას.
26) გამოავლენს აკადემიური არაკეთილსინდისიერების (სიყალბის/პლაგიატის) შემთხვევას
(არსებობის შემთხვევაში) კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს გამომწვევ მიზეზს და იღებს
შესაბამის ზომებს მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად.
27) ვალდებულია ხელი შეუწყოს ბუსსს ანრის საქმიანობის განვითარებასა და
პოპულარიზაციას, კოლეგებთან, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან
კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამკვიდრებას, ამისათვის:

  •  აქტიურად მონაწილეობს სასწავლებლის საზოგადოებრივ საქმიანობაში;
  •  არ ერთვება ისეთ საქმიანობაში, რაც ხელს შეუშლის სასწავლებლის წინაშე ნაკისრი
  • ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას;
  •  პატივისცემით ეპყრობა დამხმარე პერსონალს და დაწესებულებაში დასაქმებულ
  • სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული
  • თავისებურებებისა; 
  •  ხელს უწყობს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და თავს
  • არიდებს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების გაღვივებას;
  •  კოლეგის მიერ გამოყენებული სწავლის მეთოდების შეფასებისას არის კორექტული;
  •  გამორიცხავს კოლეგის დამცირებას, შეურაცხყოფას, ან ანონიმურად
  • დადანაშაულებას;
  •  მოქმედებს კოლეგიალობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო
  • გარემოს შექმნისათვის აუცილებელი სხვა პრინციპებისა და ნორმების დაცვით.

სასწავლებლის ეთიკის კოდექსის უხეშ დარღვევად ჩაითვლება აკადემიური პერსონალისა და
მასწავლებლის შემდეგი ქმედება:
1) პლაგიატი;
2) სტუდენტის შესაძლებლობის პირადი სარგებლის მიზნით გამოყენება;
3) სტუდენტისგან სასწავლებელში დასაქმებულისგან ან სხვა დაინტერესებული პირისგან
საჩუქრის/თანხის მიღება სარგებლის სანაცვლოდ ან პირიქით.
ბუსსს ანრის ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლის
პასუხიმგებლობის სახესა და ზომას კონკრეტული დარღვევის შინაარსის, ხასიათისა და გარემოების
გათვალისწინებით, შინაგანაწესის საფუძველზე განსაზღვარვს სასწავლებლის ადმინისტრაცია.
 ბუსსს ანრის სტუდენტის ეთიკის ნორმები
ბუსსს ანრის ყველა სტუდენტზე (პირი, რომელიც სწავლობს მოკლევადიან, სასერტიფიკატო,
პროფესიულ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე) თანაბრად ვრცელდება საქართველოს
კანონმდებლობა, სასწავლებლის წესდება, შინაგანაწესი, მარეგულირებელი აქტები.
1. სტუდენტი უნდა იზიარებდეს და კეტილსინდისიერად იცავდეს სასწავლებლის წესდებას,
შინაგანწესს, ეთიკის კოდექსით გათვალისიწნებულ და სხვა დებულებებს, ღირებულებებსა და
პრონციპებს;
2. სტუდენტი ვალდებულია სასწავლებელში დაიცვას წინამდებარე ეთიკის კოდექსით დადგენილი
და აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული წესები;
3. სტუდენტი პატივს სცემს საკუტარი და სხვა ადამიანის სიცოხლეს, ჯანმრთელობას, ღირსებას,
განსხვავებულ აზრს, უფლებებს;
4. სტუდენტს ეკრძალება სხვა პირის დისკრიმინაცია ან მისდამი არატოლერანტული
დამოკიდებულება ნებისმიერი განსხვავებულობის გამო (რასის, კანის ფერის, ენის, სქესის,
სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, რწმენის,
მსოფლმხედველობის, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, წარმოშობის ან სხვა
ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე);
5. სტუდენტი პატივს სცემს სასწავლებლის სახელს, იმიჯს, რეპუტაციას;
6. სტუდენტი პატივს სცემს სხვა სტუდენტების სწავლის, მომზადების უფლებას და სასწავლო
პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.
სტუდენტის მხრიდან ეთიკის საერთო და აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული წესების დარღვევად
მიიჩნევა:
1. სააუდიტორიო მეცადინეობაზე ან/და სხვა სახის ღონისძიებაზე დაგვიანება;
2. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელშეშლა (ლექციაზე ხმაური, მობილური
ტელეფონით სარგებლობა, დერეფანში აურზაური და სხვა);
3. მოწევა სასწავლებლის შენობაში;
4. სასწავლებელში ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის შემოტანა ან/და გავრცელება, ალკოჰოლური
სასმელის, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშაულებების შემოტანა, გავრცელება ან/და
მოხმარება;
5. აზარტული თამაშები; 6. ისეთი ფეთქებადი და აალებადი ნივთებისა და ნივთიერებების შემოტანა ან/და გავრცელება,
რომელიც ხანძრის ან/და აფეთქების რეალურ საფრთხეს ქმნის;
7. ბილწსიტყვაობა ან ძალადობა, სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება
სტუდენტების ან/და პერსონალისათვის;
8. ინვენტარით სარგებლობის წესების დარღვევა;
9. მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანება;
10. სასწავლებლის ტერიტორიის დანაგვიანება, შენობის იერ-სახის დამახინჯება, ნარგავების
დაზიანება;
11. იმ პირის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, ვისაც უფლება აქვს აღძრას დისციპლინური
ღონისძიების გამოყენების საკითხი;
12. სხვა პირის ნამუშევრის თავისად წარმოჩენა (პლაგიატი. სხვისი ნამუშევრის სრულად ან
ნაწილობრივ გადაწერა ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე);
13. სხვა სტუდენტისათვის აკადემიური სიყალბის ჩადენაში დახმარება;
14. კვლევითი სამუშაოების ინფორმაციის გაყალბება;
15. სხვა სტუდენტის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება, ან სხვისი შეგზავნა გამოცდის ჩასაბარებლად;
16. გამოცდის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება ან/და გამოყენება;
17. სხვა სტუდენტის ნამუშევრის მოპარვა, განადგურება ან/და შეცვლა;
18. ბუსსს ანრის მონაცემების გაყალბება;
19. გამომცდელზე ზეწოლით შეფასების მიღების მცდელობა.
ბუსსს ანრის ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო სტუდენტის პასუხიმგებლობის სახესა და ზომას
კონკრეტული დარღვევის შინაარსის, ხასიათისა და გარემოების გათვალისწინებით, შინაგანაწესის
საფუძველზე განსაზღვარვს სასწავლებლის ადმინისტრაცია.
 აკადემიური ეთიკის დარღვევა
სასწავლებლის საქმიანობაში (სასწავლო, მოსამზადებელ ან/და სამეცნიერო პროცესში) აკადემიური
ეთიკის დარღვევის სახეობებია:
1) პლაგიატი, რაც გულისხმობს სხვის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის ან მისი ნაწილის, მათ შორის
გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი /თეორიების, ცნებების, მონაცემთა წყარომასალების,
სახელმძღვანელოების, მეთოდოლოგიების ან დასკვნების, გრაფიკების, გამოსახულებების და
სხვა), როგორც საკუთარის წარმოდგენა და გამოყენება, ავტორის შესაბამისი მითითებისა და
საჭიროების შემთხვევაში, ნებართვის გარეშე;
2) კომპილაცია, რაც გულისხმობს საავტორო უფლებით დაცული, სხვის მიერ მიღებული კვლევითი
შედეგების, ნაშრომების გამოყენებას, დაჯგუფებას, წყაროების საკუთარი დამუშავების და
ინტერპრეტაციის გარეშე ნაშრომის შექმნით;
3) ფაბრიკაცია/ფალსიფიკაცია, რაც გულისხმობს ნაშრომში მონაცემების ცვლილებას, მონაცემებით
მანიპულირებას, მიღებული შედეგების შერჩევითად გამოყენებას, წყაროების, შედეგების ან
მეთოდოლოგიის, გრაფიკებისა და გამოსახულებების ჩათვლით, შესაბამისი აღნიშვნის გარეშე -
რაც იწვევს შედეგებისა და დასკვნების არასწორ ინტერპრეტაციას;
4) სამეცნიერო შედეგების განადგურება, რაც გულისხმობს საკუთარი ან სხვის მიერ მიღებული
მონაცემების ან ჩანაწერების განადგურებას დამფინანსებლის ხელშეკრულების, სასწავლებლის
სამართლებრივი აქტების, შიგა რეგულაციების და პროფესიული ან დისციპლინური
სტანდარტების დარღვევის გამოვლინების თავიდან ასაცილებლად.
 პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის
ბუსსს ანრის ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის,
სასწავლებლის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ საკითხის აღძვრის უფლება აქვს
სასწავლებლის ნებისმიერ პერსონალს, აკადემიურ პერსონალსა და მასწავლებელს, სტუდენტს.
ეთიკის კოდექსის დარღვევაზე რეაგირების მიზნით გენერალური დირექტორის ან/და რექტორის
ბრძანებით იქმნება დისციპლინური კომისია, რომელიც საქმიანობას წარმართვას წინამდებარე
კოდექსითა და სასწავლებლის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
ამ კოდექსით გათვალისწინებული აკადემიური ეთიკის დარღვევის შემთხვევაში, გენერალური
დირექტორის ან რექტორის წარდგინებით და შპს ბუსსს ანრის სენატის დადგენილებით იქმნება
აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისია არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც
საქმიანობას წარმართავს წინამდებარე კოდექსით, სასწავლებლის შინაგანაწესით და სენატის
გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის
შედეგად წარმოდგენილი კომისიის დასკვნის საფუძველზე შპს ბუსსს ანრის სენატი იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას (მიმართავს რექტორს სტუდენტის ან აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მიმართ
ამ კოდექსით და შინაგანაწესით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით).
 

    რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


    211
    ახალბედა
    113
    საათი სწავლა
    78
    ეტაპობრივი გამოცდა
    1001
    კურსდამთავრებული