სტუდენტური თვითმმართველობა

                                                                                                    

სასწავლებლის სტუდენტთა თვითმმართველობა წარმოადგენს დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.სტუდენტური თვითმმართველობა თავის საქმიანო­ბაში ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებებით, ნორმატიული აქტებით, სასწავლებლის  წესდებით და არსებული დებულებით.ბათუმის უმაღლესი საზღვაო  საინჟინრო სასწავლებელი ანრის  სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების მიერ საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით არჩეული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, უმაღლესი განათლების შესახებ საქართელოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.სტუდენტური თვითმმართველობის სამართლებლივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“.სტუდენტური თვითმმართველობა აირჩევა 2 წლის ვადით და შედგება 6 წევრისაგან. არჩევნები ტარდება 2 წელიწადში ერთხელ მისი უფლება-მოსილების გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.სტუდენტი თვითმმართელობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. ის უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებულია და  მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა სასწავლებლის ადმინისტრაციის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან დაუშვებელია. გარადა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.სტუდენტურ თვითმმართველობას სასწავლებლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით აქვს საკუთარი ბეჭედი, და საჭირო ინვენტარი.იცავს და წარმოადგენს სასწავლებლის სტუდენტთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს.უზრუნველყოფს სასწავლებლის სტუდენტთა უფლებებსა და კანონიერი ინტერესების განხორციელებას.სასწავლებლის ადმინისტრაციასთან თანასწორუფლებიანი თანამშორმლობის საფუძველზე წყვეტს სასწავლო პროცესთან და მატერიალურ მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს.შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლებლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სტუდენტთა დასვენების შრომით მოღავწეობასა და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეხვედრებს, დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს საგანმანათლებლო-სამეცნიერო კულტურულ, სპორტულ, გასართობ და კანონით ნებადართულ სხვა სახის ღონისძიებებს.უზრუნველყოფს სასწავლებლის სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფო ინტერესების განხორციელების პროცესში.თანამშრომლობს სხვა საუნივერსიტეტო, სამთავრობო და არასამთავრობო სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე გაერთიანებებთან.აქტიურად მონაწილეობს სასწავლებლის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობას.მონაწილეობას ღებულობს  სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში, შეძლებისამებრ.

სტუდენტური თვითმმართველობის ადგილსამყოფელია: საქართველო ქ.ბათუმი, შალვა ინასარიძის ქ.№ 29. ბუსსს ანრის სასწავლო კორპუსი, აუდიტორია N501

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - ლერი არძენაძე

ტელ: (+995) 579 79 99 22

ელ-ფოსტა: students@mtc-anri.edu.ge

შემოგვიერთდით Facebook-ზე