ტრენაჟორები

 

  1. სანავიგაციო ხიდურის ტრენაჟორი

 

18175671_648371395367013_38896076_o.jpg18120473_648371602033659_1339911016_o.jpg  

   ​18195685_648371542033665_1368366768_o.jpg

 

ტიპი: Visual Bridge Simulator

აღწერა: TRANSA NTPro 5000 NS 4000+Visual 6000

მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ითვალისწინებს მეზღვაურთა მომზადებას  საერთშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსები ( IMO Model Course)1.22 და 1.39–ის შესაბამისად „სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა, ხელმძღვანელობა და გუნდური მართვის უნარ-ჩვევები“ მოსამზადებელ კურსზე.

კურსი შედგენილია საერთაშორისო კონვენციის - „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის  შესახებ“ STCW ცვლილებებით, წესი A- VIII/2,  პარაგრაფი A- II/1, A-II/2,  B-VIII/2 და STCW  მანილას ცვლილებებით, წესი A-II/1. A-II/2 და ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესების (COLREG) მოთხოვნათა  შესაბამისად.

წინამდებარე კურსით მომზადებას გადის გემზე დასაქმებული გემთწამყვან–მეთაურთა შემადგენლობის მეზღვაურები, რომლებიც თავიანთი მოვალეობებით დაკავშირებული არიან გემის ხიდურზე გუნდური მუშაობასთან, გემის მართვასთან და უწევთ კაპიტნის ხიდურზე სანავიგაციო ვახტის გაწევა.

კურსი ითვალისწინებს  საგემბანო ოპერაციების კონტროლის და საგემბანო სამუშაო ოპერაციების დროს პერსონალზე ზრუნვის შესწავლას; ხელმძღვანელობის და გუნდური მუშაობის ცოდნას, უნარებს და გაგებას, როგორც სამუშაო (ოპერატიულ), ასვე მართველობით (მენეჯმენტის) დონეზე.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს როგორც  პრაქტიკულ, ასევე თეორიულ წვრთნას, შესაბამის სიმალატორზე მომზადებით. ყოველ პრაქტიკულ მეცადინეობას წინ უსწრებს ლექციური მხარე და ამ ლექციის ჯგუფური განხილვა, რომლის პარალელურად ხდება პრაქტიკული ნაწილის განხორციელება.

კურსისხანგრძლივობა: 44საათი.

  1. რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენების სიმულატორი

arpa1.jpg

აღწერა: TRANSA NTPro 5000 NS 4000+Visual 6000

მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ითვალისწინებს მორიგე გემთწამყვანი ოფიცრების მომზადებას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსი 1.07შესაბამისადკურსზე: „რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატურ რადიოლოკაციურ სისტემების გამოყენება”.

შედგენილიაSTCW კოდექსის ცხრილი A-II/1 მოთხოვნათა საფუძველზე, რომელიცმიღებულია საერთაშორისო კონვენციით - „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტისგაწევის სტანდარტების შესახებ“, ცვლილებებით( STCW, as amended). აგრეთვე დაფუძნებულია რადიოლოკაცოური მეთვალყურეობის, კურსის გავლების და ავტომატური რადიოლოკაციური დანადგარის გამოყენების სწავლებაზე STCW კოდექსის ნაწილი B-I/12.

სასწავლო კურსივ რცელდება და უზრუნველყოფს გემზე სანავიგაციო ვახტაზე მდგომი გემთწამყვანი ოფიცრების მომზადებას რადარის გამოყენების ძირითად თეორიაში 1981 წლისIMO–სრეზოლუციის482 (XII) და 483 (XII)–ისმინიმალური მოთხოვნების შესაბამისად.

სასწავლოკურსი ითვალისწინებს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მომზადების ციკლს, რომელიც შეიძლება განხორციელებული იყოს როგორც გემზე, ასევე ხმელეთზე განთავებულ შესაბამის დანადაგარზე /სიმულატორზე/ ტრენაჯორზე.

კურსის ხანგრძლივობა: 66,5 საათი

  1. ელექტრონულკარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენების სიმულატორი

 

ecdis.jpg  ecdis.jpg

 

აღწერა: TRANSA NTPro 5000 NS 4000+Visual 6000

მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ითვალისწინებს მეზღვაურთა მომზადებას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელკურსი 1.27 შესაბამისად კურსზე „ელექტრონულ–კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების გამოყენება”.

მოსამზადებელი კურსი ვრცელდება მეთაურთა შემადგენლობის გემთწამყვან მეზღვაურებზე, რომლებიც  მოვალეობებიდან გამომდინარე არიან კავშირში ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებსა და ინფორმაციული სისტემებთან (ეკმდის (ECDIS)) და ძირითადი ნავიგაციური ფუნქციების გამოყენებით ახდენენ მარშრუტის დაგეგმვასა და კონტროლს.

კურსი შედგენილია საერთაშორისო კონვენციის „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის  შესახებ“ (STCW), ცვლილებებით, ეკმდის–ის (ECDIS)  შესახებ მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის მანილის ცვლილებებით და აღნიშნულია ცხრილი  A-II/1,  A-II/2 და  A-II/3,  აგრეთვე ეკმდის–ის (ECDIS) შესწორებული სახელმძღვანელო პრინციპების ცხრილი  B-I (პარაგრაფი 36-66) მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც ხება ეკმდის–ის (ECDIS) ოპერატიული გამოყენების სასწავლო და შეფასების საკითხებს და ცხრილი B- II, სადაც აღნიშნულია სანავიგაციო ვახტის გაწევის და კომპეტენტურობის შესაფერისი მოთხოვნები.

ეს არის ძირითადი კურსი, რომელიც მოითხოვს სტრუქტურულ და დამატებით ყოველი ეკმდის–ს(ECDIS) სისტემის საბორტო ეკმდის–ს(ECDIS) სპეციფიკის გაცნობას, რომელსაც ემსახურება გემთწამყვანი ოფიცერი.

კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი.

  1. კავშირისა და უსაფრთხოების საზღვაო გლობალური სისტემის სიმულატორი

აღწერა:TGS-5000V.8.5

 

gm.jpggmdss.jpg

მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ითვალისწინებს მეზღვაურთა მომზადებას საერთაშორისო კონვენცია STCW, ცვლილებებით ნაწილიIV/2 და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსი 1.25-ს მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამზადებელი კურსით „კავშირისა და უსაფრთხოების საზღვაო გლობალური სისტემის ზოგადი ოპერატორი”.

კურსი მოიცავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეას რეზოლუცია A. 703 (17) სასწავლო რეკომენდაციებს - რეკომენდაცია რადიოოპერატორის მომზადებისათვის ზოგადი ოპერატორის სერიფიკატის მისაღებად.

სასწავლო კურსით მომზადებას გადიან გემთწამყვანი მეზღვაურები,რომლებიც შეისწავლიან ზოგადი ოპერატორის კავშირისა და უსაფრთხოების საზღვაო გლობალურ სისტემასთან მუშაობის პროცესს.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მომზადების ციკლს, რომელიც შეიძლება განხორციელებული იყოს როგორც გემის ბორტზე ასევე ხმელეთზე განთავებულ შესაბამის დანადაგარზე.

კურსი შედგენილია 2 მოდულისგან: პირველი მოდული მოიცავს 108 საათს და განკუთვნილია იმ მეზღვაურებისთვის, ვინც არსებულ კურსს გადის პირველად; ხოლო მეორე მოდული მოიცავს 34 საათს და წარმოადგენს გადამზადების კურსს იმ მეზღვაურებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია კავშირისა დაუსაფღტხოების საზღვაო გლობალური სისტემის ოპერატორის სერტიფიკატი და ესაჭიროებათ განახლება.

კურსის პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება შპს ბუსსს ანრიში არსებულ კავშირისა და უსაფრთხოების საზღვაო გლობალური სისტემის სიმულატორზე.

კურსის ხანგრძლივობა: პირველადი გავლა 108 საათი; გადამზადება - 34 საათი.

  1. ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორo

f1.jpgf2.jpgf3.jpgf4.jpg

             მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ითვალისწინებს მეზღვაურთა რიგითი შემადგენლობის მომზადებას კურსებზე                 „ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა“.

კურსი შედგენილია საერთაშორისო კონვენციის „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის  შესახებ“ (STCW), ცვლილებებით ნაწილი A-VI/1,პარაგრაფი 2 და ცხრილი A-VI/1-2–ს მოთხოვნათა  საფუძველზე;

კურსი განკუთვნილია ყველა მეზღვაურისთვის, განათლებისადმი რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნების გარეშე. ყოველმა მეზღვაურმა უნდა გაიაროს ამ კურსზე მომზადება ნაოსნობაში წასვლამდე;

სასწავლო კურსი ითვალისწინებს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მომზადების ციკლს, რომელიც ტარდება შპს ბუსსს ანრის ტერიტორიაზე, ხმელეთზე განლაგებულ ხანძართან ბრძოლის ტრენაჟორზე (რეალური გემის მოდელი).

კურსის ხანგრძლივობა: 9 საათი

  1. სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის სიმულატორი

აღწერა: Version 1.70 PC Tank Cargo and Ballast Handling - სატვირთო და საბალასტო ოპერაციების სიმულატორის პროგრამული სისტემა.

pc 1.jpgpc 2.jpg

მოსამზადებელიპროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ითვალისწინებს მეთაურთა შემადგენლობის იმ მეზღვაურთა გადამზადებას, რომლებიც მონაწილეობენ სატვირთო ოპერაციებში: ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესებში, ინერტული აირების გამოყენების, ნედლი ნავთობით ტანკების რეცხვის, რეზერვუარების გასუფთავებისა და საბალასტო ოპერაციებში და რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ სატვირთო ოპერაციების მართვის მომზადების კურსი.

კურსი შედგენილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსი 2.06 -ს „სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა“ და საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურთა მომზადების დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ, ცვლილებებით (STCW) წესი V/1, ნაწილი 1, 2, A-I/12 B-V/1 პარ. 2, IMO რეზოლუცია A.868  მოთხოვნათა შესაბამისად.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს ძირითადათ პრაქტიკულ წვრთნას, შესაბამის სიმალატორზე მომზადებით. ყოველ პრაქტიკულ მეცადინეობას წინ უსწრებს ლექციური მხარე და ამ ლექციის ჯგუფური განხილვა, რომლის პარალელურად ხდება პრაქტიკული ნაწილის განხორციელება.

კურსის ხანგრძლივობა:30საათი

  1. სამანქანე განყოფილების სიმულატორი

აღწერა: სიმულატორი  „MEDIUM SPEED ENGINE ROOM SIMULATOR“ MER/MEC2

engin 1.jpgengin.jpgРисунок3.jpg

მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ითვალისწინებს გემთმექანიკური შემადგენლობის მეზღვაურთა მომზადებას საერთშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელკურსები ( IMO Model Course) 2.07 და 1.39–ისშესაბამისად „სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა, ხელმძღვანელობა და გუნდური მართვის უნარ-ჩვევების ჩათვლით“ მოსამზადებელ კურსზე.

კურსი შედგენილია საერთაშორისო კონვენციის - „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის  შესახებ“ STCW, ცვლილებებით, A-I/12, ნაწილი A-III/1, A-VIII/2 და B-VIII/2 და STCW მანილას ცვლილებებით, წესი A-III/1, A-III/2, A-III/6 მოთხოვნათა შესაბამისად.

წინამდებარე კურსი ვრცელდება გემზე მომუშავე გემთმექანიკოს მეთაურთა შემადგენლობის მეზღვაურებზე, რომლებიც თავიანთი საქმიანობით არიან დაკავშირებულნი გემის სამანქანე განყოფილების დანადგარებთან და შესაბამის სიმულატორთან.

კურსი ითვალისწინებს სამანქანე განყოფილებაში პერსონალის მართვის, ხელმძღვანელობის და გუნდური მუშაობის ცოდნას, უნარებს და გაგებას როგორც სამუშაო (ოპერატიულ), ასევე მმართველობით (მენეჯმენტის) დონეზე.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ წვრთნას, შესაბამის სიმალატორ ზემომზადებით. ყოველ პრაქტიკულ მეცადინეობას წინ უსწრებს ლექციური მხარე და ამ ლექციის ჯგუფური განხილვა, რომლის პარალელურად ხდებაპ რაქტიკული ნაწილის განხორციელება.

კურსის ხანგრძლივობა:50 საათი

  1. სამაშველო კატარღა, სამაშველო ტივი, სამაშველო ნავი, სწრაფმავალი კატარღა რომელიც გამოიყენება შემდეგი კურსებისთვის:

samas1.jpgsamas3.jpgsamas2.jpg

  • კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა,გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა
  • სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა
  • პირადი გადარჩენის მეთოდები

მოსამზადებელი პროგრამები აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ

  1. Wall Wash Test

 

             

გამოიყენება მოსამზადებელი კურსისთვის „ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზირებული წვრთნა“

მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და განკუთვნილია კაპიტნებისათვის, უფროსი მექანიკოსებისათვის, უფროსი თანაშემწეებისათვის, მეორე მექანიკოსებისათვის და ყველა იმ პირებისათვის,რომელთაც დაეკისრებათ ტვირთთან ან სატვირთო დანადგართან დაკავშირებული სპეციალურ ვალდებულებათა შესრულება ქიმზიდ ტანკერზე (ტვირთის ჩატვირთვა, გადმოტვირთვა,  გადაზიდვა და დამუშავება).

კურსი შედგენილია STCW საერთაშორისო კონვენციის წესი V/1-1,  STCW საერთაშორისო კოდექსის ნაწილი  A-V/1-1, ცხრილი A-V/1-1-3.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მომზადების ციკლს, რომელიც მოიცავს Wall Wash Test-ის გამოყენებას.

კურსის ხანგრძლივობა: 60 საათი

  1. სამედიცინო სიმულატორები და დანადგარები

 

m1.jpgm2.jpgm3.jpg

  • გემის სამედიცინო ყუთი (ყოველგვარი ნარკოტიკული ნივთიერების გარეშე);
  • გემის აფთიაქის მოწყობილობათა სტენდი;
  • მანეკენი, ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად;
  • მანეკენი, ადამიანის შიგა ორგანოების შესასწავლად;
  • საკაცე

საჭიროა შემდეგი კურსების ჩასატარებლად:

  • ელემენტარული პირველადი დახმარება
  • პირველადი სამედიცინო  დახმარება
  • სამედიცინო მომსახურება
  1. აუზი, 6 ადგილიანი ტივი რომელიც გამოიყენება მოსამზადებელი კურსისთვის „პირადი გადარჩენის მეთოდები“

a1.jpga2.jpga3.jpg

მოსამზადებელი პროგრამა აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და უზრუნველყოფს როგორც რიგითი, ასევე მეთაურთა შემადგენლობის მეზღვაურის მომზადებას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელ კურსი 1.19–ისშესაბამისად,  კურსზე „პირადი გადარჩენის მეთოდები”.

კურსი შემუშავებულია საერთაშორისო კონვენციის „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის  შესახებ“ (STCW), ცვლილებებით, თავი VI,ნაწილი A-VI/1, ცხრილიVI/1-1 მოთხოვნათა  შესაბამისად.

არსებული კურსის გავლა სავალდებულოა ყველა რანგის მეზღვაურისთვის პირადი გადარჩენის მეთოდების შესასწავლად.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მომზადების ციკლს,რომელიც შეიძლება განხორციელებული იყოს როგორც გემზე ასევე ხმელეთზე განთავებულ შესაბამის დანადგარებზე.

კურსის ხანგრძლივობა: 60 საათი 13.25

 

 

 

    რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


    211
    ახალბედა
    113
    საათი სწავლა
    78
    ეტაპობრივი გამოცდა
    1001
    კურსდამთავრებული