ჩვენს შესახებ / სასწავლების ისტორია

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება   „საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“ დაარსდა 2000 წლის ივნისში, 2005 წლის აგვისტოში , სასწავლებელმა შეიცვალა სახელწოდება და დაფუძნდა, როგროც შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი“, ხოლო 2014 წლის 01 ივლისიდან მას ეწოდება შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი(შპს ბუსსს ანრი). 
სასწავლებელის გენერალური დირექტორი არის შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტ.მ.დოქტორი, პროფესორი ანზორ დიასამიძე, რომელიც არ იშურებს ენერგიას და ძალისხმევას აღზარდოს განათლებული მეზღვაურები, აწარმოოს საზღვაო სპეციალისტების მაღალ ხარისხიანი მომზადება/გადამზადება. 
შპს ბუსსს ანრი მოიცავს უმაღლეს სასწავლებელს, მეზღვაურების წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრს, დასაქმების სააგენტოს.
შპს ბუსსს ანრი მოქმედებს წესდების საფუძველზე,  ჩამოყალიბების დღიდან ახორციელებს  საზღვაო  სპეციალისტების  თეორიულ, პრაქტიკულ და ტრენაჟორულ (საწვრთნელ) მომზადება/გადამზადებას საერთაშორისო კონვენცია STCW ცვლილებებით, საქართველოს კანონი მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტაზე დგომის შესახებ და სხვა საერთაშორისო და ეროვნული საზღვაო კანონმდებლობების მოთხოვნების შესაბამისად. 
2010 წლის 01 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №248 საფუძველზე ჩვენს შპს ბუსსს ანრის მიეცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, პროფესიული უმაღლესი და საბაკალავრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად სპეციალობებზე: 
    უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობით - საზღვაოსნო მეცნიერებები: 
•    საზღვაო ნავიგაცია
•    გემის მექანიკა
სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს.
    პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის III საფეხურზე სპეციალობებით:     
•    გემბანის რიგითი მეზღვაური (მატროსი); 
•    სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (მოტორისტი)

სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.
           2012 წლის სექტემბრიდან გვაქვს უფლება ვაწარმოოთ უცხო ქვეყნების სტუდენტების ინგლისურ და რუსულ ენაზე სწავლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის III საფეხურზე, სპეციალობებით:     
•    გემბანის რიგითი მეზღვაური (მატროსი); 
•    სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (მოტორისტი)

            2018 წლის სექტემბრიდან უფლება გვაქვს განვახორციელოთ III საფეხურის პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი სპეციალობებით:   

  •       საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
  •      გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია                                  

სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 1,5 წელს.


შპს ბუსსს ანრი  სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:2015 შესაბამისად. ასევე გაგვაჩნია IQNეტ-ის სერტიფიკატი. 
შპს „ბუსსს ანრი“ არის ისეთი ორგანიზაცეიების წევრი, როგორიცაა: საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, აარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაცია; ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი.
საერთაშორისო ასოციაციაციები: IASST–ის (უშიშროებისა და გადარჩენის წვრთნების (მომზადების) საერთაშორისო ასოციაცია) და Global MET–ის (გლობალური საზღვაო განათლება და მომზადება) BSAMI-ს (შავი ზღვისპირეთის საზღვაო სასწავლებლების ასოციაცია). 
ლექციებს და კურსებს კითხულობს გამოცდილი საზღვაო სპეციალისტები, კვალიფიცირებული პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები. 
წვრთნისა და სერთიფიცირების ცენტრში კურსები ტარდება საერთაშორისო, ეროვნული და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოდელ კურსების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული პროგრამებით. სწავლების, მომზადების პროცესი მომდინარეობს  შემუშავებული, დამტკიცებული და  აღიარებული პროგრამების საფუძველზე, ვიდეო მასალის, კურსის შესაბამისი სიმულატორების გამოყენებით. სრულყოფილი პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად სასწავლებელს გააჩნია თ/მ “კაპიტანი ოთარ ჩახვაძე”, სწრაფმავალი და სამაშვლეო კატარღები, მოტონავი, სამაშველო ტივი,  კაპიტნის ხიდურის სიმულატორი, ხმელეთზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო სიმულატორი, რადილოკაციური და ავტომატური რადიოლოკაციური სიმულატორი, რეალური სამანქანო განყოფილება, ლაბორატორიები და საამქროები, რეალური გემის მოდელი, საცურაო აუზი და სხვა.
სასწავლებელში არის საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვა რეგიონებიდან თუ საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის.
შპს ბუსსს ანრი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კრუინგულ და გემთმფლობელ კომპანიებთან.
ჩვენი სასწავლებლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ეძლევა შესაძლებლობა გაიარონ  სრულყოფილი საზღვაო პრაქტიკა შორეულ ნაოსნობაში დასაქმების პერსპექტივით.

საზღვაო სასწავლებელი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად სარგებლობს ორი მთავარი პრინციპით: სტანდარტთან შესაბამისობა და მომხმარებლის არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხელმძღვანელობს რა დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებით, განათლებისა და დასაქმების სფეროში წარმატების მისაღწევად იგი მიზანმიმართულია ჩამოყალიბდეს სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ, ხელმისაწვდომ უმაღლეს სასწავლებლად, რომელიც თანამშრომლობს  საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირთან; ამავდროულად უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას, სამოქალაქო ღირებულებების განვითარებასა და დასაქმების მაღალ მაჩვენებლებს;

საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს მაღალკვალიფიცირებულ კადრებს, რომელთაც ექნებათ პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, საერთაშორისო საზღვაო კონვენციის STCW სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და  მაღალი ეთიკური ნორმები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე.