სწავლა / პროფესიული მომზადება

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრიში საზღვაო -საინჟინრო ფაკულტეტზე  სწავლება ხორციელდება
მე- III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე: 
ა) III საფეხურის გემბანის  რიგითი მეზღვაური - სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი;
ბ) III საფეხურის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური-სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი;
გ) III საფეხურის გემბანის რიგითი მეზღვაური (რუსულ ენოვანი) -სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი;
დ) III საფეხურის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (რუსულ ენოვანი)  - სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო;
ე) III საფეხურის გემბანის რიგითი მეზღვაური (უცხოელი მოქალაქეებისათვის ინგლისურ ენაზე) -სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი;
ვ) III საფეხურის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური (უცხოელი მოქალაქეებისათვის ინგლისურ ენაზე) -სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი;
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და პროფესიული განათლების სტუდენტის თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების შედეგების საფუძველზე. 

2018 წლის სექტემბრიდან უფლება გვაქვს განვახორციელოთ III საფეხურის პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი სპეციალობებით:

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია.

სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 1,5 წელს. საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს 2000 ლარს.
განაცხადის შევსებისას წარმოდგენილ უნდა იყოს შემდეგი საბუთები:
1.    საშუალო სკოლის ატესტატი
2.    პირადობის მოწმობის ქსეროასლი
3.    ჯამრთელობის ცნობა ფორმა № 100/ა ზღვაში ვარგისიანობის შესახებ (უნდა გაკეთდეს მეზღვაურთა საავადმყოფოში)
4.    ცნობა ფსიქოლოგიური დისპანსერიდან 
5.    ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან 
6.    ფოტო სურათი 6 ცალი 3/4
7.    სამხედრო აღრიცხვის მოწმობა კომისარიატიდან
სწავლის პერიოდში მოითხოვება ფორმის ტარება, რომლის გადასახადი არ შედის სწავლის საფასურში.
პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  დამთავრების  შემდეგ  სტუდენტს ენიჭება მესამე  საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და მიეცემა პროფესიული დიპლომი.