info@mtc-anri.ge +995 422 210-757

  • ქართული
  • English
  • Русский

სწავლა / უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრიში საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტზე  სწავლება ხორციელდება აკადემიური უმაღლესი განათლების - ბაკალავრიატის საფეხურზე:
ა)  საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია)-სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 სასწავლო წელს.
ბ)  საზღვაოსნო მეცნიერებები (გემის მექანიკა)-სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 სასწავლო წელს.
ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე საქართველოს მოქალაქეებისათვის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები.
წარმოდგენილ უნდა იყოს შემდეგი საბუთები:
1.    საშუალო სკოლის ატესტატი
2.    პირადობის მოწმობის ქსეროასლი
3.    ჯამრთელობის ცნობა ფორმა № 100/ა ზღვაში ვარგისიანობის შესახებ (უნდა გაკეთდეს მეზღვაურთა საავადმყოფოში)
4.    ცნობა ფსიქოლოგიური დისპანსერიდან 
5.    ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან 
6.    ფოტო სურათი 6 ცალი 3/4 (დისკი)
7.    სამხედრო აღრიცხვის მოწმობა კომისარიატიდან
8.    საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს 2200 ლარს.
სწავლის პერიოდში მოითხოვება ფორმის ტარება, რომლის გადასახადი არ შედის სწავლის საფასურში.
უმაღლესი საგანმანათლებლო  პროგრამის  დამთავრების  შემდეგ  სტუდენტს ენიჭება ბაკალავრის კვალიფიკაცია და მიეცემა შესაბამისი დიპლომი.

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
78
ეტაპობრივი გამოცდა
1001
კურსდამთავრებული