info@mtc-anri.ge +995 422 210-757

  • ქართული
  • English
  • Русский

სწავლა / საგანმანათლებლო პროგრამები

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება   „საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“ დაარსდა 2000 წლის ივნისში, 2005 წლისაგვისტოში , სასწავლებელმა შეიცვალ სახელწოდება და დაფუძნდა, როგროც შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი“, ხოლო 2014 წლის 01 ივლისიდან მას ეწოდება შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი(შპს ბუსსს ანრი).

შპს ბუსსს ანრი ახორციელებს უმაღლეს და პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებს, ასევე აწარმოებს  მეზღვაურების მომზადება/გადამზადება, სერტიფიცირებას.

შპს ბუსსს ანრი სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:2008 შესაბამისად.

სასწავლებელი არის არაერთი ნაციონალური და საერთშორისო ორგანიზაციის წევრი, მათ შორის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია; აარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაცია; ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო; უშიშროებისა და გადარჩენის წვრთნების (მომზადების) საერთასორისო ასოციაცია; გლობალურისაზღვაო განათლება და მომზადების ასოციაცია,შავიზღვისპირეთის საზღვაო სასწავლებლების ასოციაცია.

2010 წლის 01 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის ბრძანება №248 საფუძველზე ჩვენს შპს ბუსსს ანრის მიეცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, პროფესიული უმაღლესი და საბაკალავრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად სპეციალობებზე:

  • უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალობით - საზღვაოსნო მეცნიერებები:
  • საზღვაონავიგაცია
  • გემისმექანიკა

სწავლისხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს.

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის III საფეხურზე სპეციალობებით:    
  • გემბანის მეზღვაური (მატროსი);
  • სამანქანე განყოფილების მეზღვაური (მოტორისტი)

სწავლისხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.

           2012 წლის სექტემბრიდან გვაქვს უფლება ვაწარმოოთ უცხო ქვეყნების სტუდენტების ინგლისურ და რუსულ ენაზე სწავლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის III საფეხურზე, სპეციალობებით:    

  • გემბანის მეზღვაური (მატროსი);
  • სამანქანე განყოფილების მეზღვაური (მოტორისტი)

საზღვაო სასწავლებელი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად სარგებლობს ორი მთავარი პრინციპით: სტანდარტთან შესაბამისობა და მომხმარებლის არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხელმძღვანელობს რა დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებით, განათლებისა და დასაქმების სფეროში წარმატების მისაღწევად იგი მიზანმიმართულია ჩამოყალიბდეს სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ, ხელმისაწვდომ უმაღლეს სასწავლებლად, რომელიც თანამშრომლობს  საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირთან; ამავდროულად უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას, სამოქალაქო ღირებულებების განვითარებასა და დასაქმებულობის მაღალ მაჩვენებლებს;

 

საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს მაღალკვალიფიცირებულ კადრებს, რომელთაც ექნებათ პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, საერთაშორისო საზღვაო კონვენციის STCW სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და  მაღალი ეთიკური ნორმები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე.

 

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
431
ეტაპობრივი გამოცდა
11113
კურსდამთავრებული