13, მაისი 2019

ევროპის დღეები 2019

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ის მხარდაჭერით საზღვაო სასწავლებლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.ლექციას დაესწრნენ ბუსსს ანრის სტუდენტები.

ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ღონისძიების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მათი ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და და ამ პროცესებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართვა.

ლექცია წაიკითხა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან დოლიძემ. ასევე ესწრებოდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

ბუსსს ანრი მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს წარმატებებს.