13, მაისი 2019

პრეზენტაცია ბუსსს ანრიში

ა/წ 13 მაისს სასწავლებლის პერსონალს და სტუდენტებს ჩაუტარდათ საბიბლიოთეკო ელექტრონული კატალოგების Evergreen და OpenBiblio-ს შესახებ პრეზენტაცია.ისინი გაეცნენ კატალოგების სტრუქტურას და მომხმარებლის ინტერფეისს,სისტემაში შესვლას,წიგნების ძიებას და კატალოგში არსებულ სრულ ნუსხას.პრეზენტაცია ჩაატარა ბიბლიოთეკარმა ანა მუშამბაძემ.
ასევე სასწავლებელში დაინერგა სტუდენტთა და მასწავლებელთა ელექტრონული სისტემა,ის არის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელის გამოყენება სასწავლო პროცესში, დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეავსოს ტრადიციული სწავლება. ელექტრონული სწავლების კომპონენტების დანერგვა მიზნად ისახავს სწავლების ხარისხის ამაღლებას და მისი ეფექტურობის ზრდას.შესაბამისად საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის განყოფილების უფროსმა ირაკლი ბეჟანიძემ ჩაატარა პრეზენტაცია ელექტრონული სისტემის მართვის შესახებ და განიხილა გამარტივებული სწავლის პროცესის მონიტორინგი და სტუდენტთა ტესტირების სისტემა,სტრუქტურა,ინტერფეისი და მისი მართვა.