09, მაისი 2019

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა.

დღეს, 9 მაისს ბუსსს ანრის სტუდენტებმა და პედაგოგებმა, რექტორთან ბატონ რუსლან დიასამიძესთან და საზღვაო სფეროს ვეტერანებთან ერთად პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვის“ პირველი ხელმძღვანელის - ანატოლი კაჭარავას საფლავს.მათ გვირგვინით შეამკეს მემორიალი და პატარა პერფორმანსით სცადეს კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ ანატოლი კაჭარავას არა მხოლოდ საომარი თავგადასავალი, არამედ ის ღვაწლი, რომელიც დასდო მან საქართველოს. ანატოლი კაჭარავას სახელს უკავშირდება ქართული სანაოსნოს დაარსება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი,საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე,საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
⚓️ბუსსს ანრი ულოცავს ქართველ ხალხს, მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს კაცობრიობის ისტორიაში.