08, მაისი 2019

შემეცნებითი კონფერენცია ბუსსს ანრიში

➡️8 ივნისს მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავს. 
➡️ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი საერთაშორისო ეკოლოგიურ დღესასწაულს 11 საათზე შემეცნებითი კონფერენციით ხვდება.ჩვენ, როგორც საზღვაო-საპორტო რეგიონი ვალდებულნი ვართ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოვუაროთ ჩვენს აკვატორიას. უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს გარემოს დაცვის კუთხით და ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება.
კონფერენციის ძირითადი თემაა „წყალი და ადამიანი“. თემაში განხილული იქნება წყლის სარგებლის ყველა ასპექტი-რას გვაძლევს ის როგორც სიცოცხლის და ენერგიის წყარო, ზღვა-როგორც სარეწაო, სატრანსპორტო და ტურისტული არტერია და კავშირი ოკეანესთან ანუ მსოფლიოსთან.
➡️ ჩვენ, მომავალმა მეზღვაურებმა კარგად უნდა გავიაზროთ ეკოლოგიური საკითხები და გავიგოთ, რა ზიანს ვაყენებთ წყლის ეკოლოგიას საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენებით.