06, მაისი 2019

ტრენინგი ბუსსს ანრიში

ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანადგომითა და უშუალო ხელშეწყობით ბათუმის უმაღლესმა საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა ანრიმ მოიწვია უფროსი ექსპერტების გერმანული ორგანიზაციის SES (Senior Experten Service) ექსპერტი ულრიხ დალკმანი (Ulrich Dalkmann) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 6.09 და 6.10 მოდელ კურსების შესაბამისად მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის ინსტრუქტორებისთვის „სიმულატორების ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მომზადება“ და „ინსტრუქტორების მომზადება“ ტრენინგის ჩასატარებლად და ა.წ. 06 მაისს დაიწყო კურსები ბუსსს ანრის სააქტო დარბაზში.

აღნიშნულ ტრენინგზე ბუსსს ანრის ინსტრუქტორების გარდა მოწვეული არიან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელი ცენტრის,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო საწვრთნელი ცენტრ „ეკვატორის“ ინსტრუქტორები.

ტრენინგის ხანგრძლივობაა სამი კვირა.

დიდი მადლობა ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერისათვის,ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გვერდში დგომისთვის.