30, აპრილი 2019

განცხადება

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის ქვეყნების გემების შორ მანძილზე იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის სისტემასთან ( LRIT CDC).

მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სისტემის ნაწილი გახდა.

აღნიშნულ სისტემასთან მიერთებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს შესაძლებლობები        საზღვაო             უსაფრთხოების

უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა:

  • ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან;
  • მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ გემზე, რომელიც გაივლის ჩვენი საზღვრებიდან 1000  საზღვაო მილის ფარგლებში;
  • ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით ხელი მიგვიწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის კუთხით; 

 

აღსანიშნავია, ევროკავშირმა 2007 წელს მოახდინა ამ სისტემის კომპლემენტაცია და შეიქმნა ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავი გემების შორ მანძილზე იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის სისტემა, რომლის ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების კომისია ( EMSA). ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედრობე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

 

2019 წლის 10-11 აპრილს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო საზღვაო კომპანია     სტენას წარმომადგენლები - “Stena International”-ის მმართველი დირექტორი ფრედრიკ ლანსი, “Stena Rederi AB”-ს პროექტების მართვის გენერალური მენეჯერი ლენს ტრენგერიდი და „Sea Lines”-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯო ლინდბლომი.

ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურს, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალსა და ფოთის საზღვაო ნავსადგურთან.

შეხვედრაზე სტუმარი მხარის განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • საბორნე მიმოსვლის პოტენციალი საქართველოსა და შავი ზღვის სხვა ქვეყნებთან;

 

  • სატვირთო  ავტომობილების დიდი  ნაკადი  საქართველოს  საზღვრებთან და მათი ბორნით გადაზიდვის პოტენციალი, რაც შეამცირებს საზღვრის გადაკვეთის დროს და შესაბამისად გაზრდის ტვირთბრუნვას;

 

  • შესაბამისი ინფრასტრუქტურის აუცილებლობა Ro-Ro და Ro-Ro PAX ტიპის გემებით მიღებული  სატვირთო  ავტომობილებისა  და მგზავრების  პორტების საბაჟო პუნქტებში  სწრაფი  მიღება- გაშვებისთვის;

 

  • საბორნე მიმოსვლის მაღალი ტარიფები ევროპულ ბაზართან მიმართებაში

 

  • ფიქსირებული განრიგის აუცილებლობა ბორნებისთვის,  რათა  პორტებში გემების  შესვლა/გასვლის ლოდინმა არ გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები.

 

  • ყოველდღიური მიმოსვლის პოტენციალი  ბულგარეთთან,  რუმინეთთან, უკრაინასა და თურქეთთან;

 

  • ბორნების სახაზო მოძრაობისათვის კერძო ნავსადგურისა თუ ტერმინალის შექმნის შესაძლებლობები.
  •                         

2018 წლის აპრილის თვეში, სააგენტომ, 2015 წლის 15 სექტემბერს დამტკიცებული საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისად შეუსაბამობების გარეშე გაიარა გერმანული სასერტიფიკიკაციო ორგანიზაციის “TUV SUD”-ის აუდიტი, და მოიპოვა ხარისხის მართვის სერტიფიკატი 3 წლის ვადით.

ზემოთხსენებული სერტიფიკატის შესანარჩუნებლად, მიმდინარე წლის მაისის თვეში სააგენტოს ეწვევა გარე სადამკვირვებლო აუდიტი, რათა მოხდეს დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან. მიმდინარეობს აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები.