23, აპრილი 2019

OpenBiblio -ს დანერგვა შპს ბუსსს ანრიში

    ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციით 2019 წლის 16 აპრილის „ა(ა)იპ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სასწავლებლის ბიბლიოთეკაში დაინერგა ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „OpenBiblio”. იხილეთ ბმული . ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ბიბლიოთეკარ ანა მუშამბაძეს ა.წ. 19, 20 აპრილს  „ა(ა)იპ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017"-ის სპეციალისტმა ქალბატონმა რუსუდან ჭკადუამ ჩაუტარა ორდღიანი ტრენინგი. 

     Openbiblio  არის ელექტრონული საბიბლიოთეკო კატალოგის შესაქმნელი მოსახერხებელი პროგრამა. იგი წარმოადგენს „ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემას“ (Integrated Library System) იმ გაგებით, რომ მისი საშუალებით ხდება მთელი საბიბლიოთეკო პროცესის ავტომატიზაცია. მასში  შესაძლებელია 60000-მდე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის გაკეთება და მართვა, რაც სავსებით საკმარისია უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებისათვის. მისი დანერგვით მოხდება წიგნადი თუ სხვა სახის ფონდების სწრაფი კატალოგიზაცია, აბონემენტის  მოდული გაუადვილებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ლიტერატურის მოძებნა-გაცემის პროცესებს,მკითხველთა აღრიცხვას, მკითხველებზე ლიტერატურის გაცემის, დაჯავშნის და უკან დაბრუნების ვადების აღრიცხვას, სტატისტიკური ცნობების დაანგარიშებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საბიბლიოთეკო სერვისის მოწესრიგებასა და პროდუქტიულობაზე.

“OpenBiblio”-ს აქვს მარტივი დ გასაგები ელექტრონული საძიებელი. ნებისმიერ მკითხველს შეუძლია მოიძიოს მისთვის საინტერესო წიგნი,ამისათვის უნდა შეასრულოს შემდეგი მოქმედებები.კერძოდ შევიდეს სასწავლებლის ვებ გვერდზე mtc-anri.edu.ge სადაც მითითებულია OpenBiblio ,მიუთითოს წიგნის ავტორი,სათაური,თემატიკა და შიფრი.თუ ველში არაფერი ჩაიწერება და ისე ჩატარდება ძიება,შედეგად მიიღება კატალოგში არსებული მასალების სრული ნუსხა.