12, აპრილი 2019

მკვლევართა მიღების პროგრამა ტრანსდისციპლინურ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

ლიუპანას უნივერსიტეტი, ლუნებურგი, გერმანია (Leu­pha­na Uni­ver­si­ty Lüne­burg,germany) აცხადებს მკვლევართა მიღებას ტრანსდისციპლინურ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება  1-5 ივლისს, ყაზბეგში.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს- 300 ევროს.

 

ღირებულება მოიცავს:

  • სარეგისტრაციო მოსაკრებელს;
  • ყავის შესვენებას სესიებზე;
  • გახსნის/დახურვის წვეულებებს;
  • ექსკურსიას;
  • ტრანსპორტირებას;

სტიპენდიასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2019. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე-tatia.mzhavanadze@tsu.ge 

გისურვებთ წარმატებას!