info@mtc-anri.edu.ge +995 422 24 44 22

  • ქართული
  • English
  • Русский

01, აპრილი 2019

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი

“ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის," „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში 2019 წლის 30 მარტს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი გაიმართა. მას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.ფორუმის მონაწილეებმა მოისმენეს მოხსენებები უმაღლესი განათლების სისტემის ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორიცაა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციის სტანდარტების ძირითადი ასპექტები, 2016-2018 წლებში უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგები და სხვ. ღონისძიება თემატურმა დისკუსიამ დაასრულა.

ფორუმის მონაწილეთა შორის იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 
გიორგი ვაშაკიძე, სხვადასხვა სასწავლებლების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენი სასწავლებლიდან ფორუმს ესწრებოდა რექტორი რუსლან დიასამიძე.

 

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
78
ეტაპობრივი გამოცდა
1001
კურსდამთავრებული