25, მარტი 2019

ქალის როლის გაძლიერება საზღვაო საზღვაო სფეროში- წლის მთავარი გზავნილი

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებმა 2019 წელი საზღვაო სფეროში ქალის როლის გაძლიერების წლად გამოაცხადეს.

ქართული ზღვაოსნობის ისტორია 4 შტურმან ქალს იცნობს.

1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში შტურმანის სპეციალობაზე 4 გოგონა ჩაირიცხა-ნინო კალანდაძე, იულია ფაილოძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. აქედან იწყება ქართული ნაოსნობის ისტორიაში ქალის მონაწილეობა.

იულია და ნინო შორეული აღმოსავლეთის სანაოსნოში დასაქმდნენ. ვაიდე გვარიშვილი და შუშანა თუმანიშვილი კასპიის ზღვაში გაანაწილეს.

1942 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთ პორტში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ იულია ფაილოძე და ნინო კალანდაძე. ქალი შტურმანების დანახვამ ისე აღაფრთოვანა ამერიკელი ჟურნალისტები, რომ გაზეთებმა მეორე დღესვე დაბეჭდეს ქართველი მეზღვაური ქალების სურათები.

ნინო კალანდაძე ბერენცის ზრვაში გერმანელების საჰაერო შტურმის დროს დაიღუპა. იულია ფაილოძემ კი ომი საბჭოთა კავშირის ერთერთ უდიდეს გემზე „ვოიკოზე“ კაპიტნის მეორე თანაშემწის რადგში დაასრულა. დღემდე ეს არის უდიდესი თანამდებობა, რომელიც ქართველ მეზღვაურ ქალს ეჭირა.

„ჩემი კაპიტნობის პერიოდში ორი გამოჩენილი კაპიტანი ქალი ცურავდა ანა შეტენინა და ირინა საბიროვა. ქართველი ქალები იმ ოპერიოდში ნაკლებად ინტერესდებოდნენ საზღვაო ოფიცრობით. მაშინ ხმელეთზე უფრო კარგი ცხოვრება იყო, ვიდრე ზღვაში,“-იხსენებს შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის დამაარსებელი ანზორ დიასამიძე. „თუმცა, საზღვაო სფეროში ყოველთვის იყვნენ ქალები. ერთ გემზე მინიმუმ 2 ქალი მუშაობა. ამდენად, საქართველოს სანაოსნოს გემებზე ერთდროულად 100-დან 150 ქალამდე მუშაობდა. საზღვაო სფერო მარტო მცურავი ობიექტებით არ შემოიფარგლება. ქალები იყვნენ დასაქმებული პორტებში, ტვირთების გადაზიდვების მართვაში,საზღვაო  სასწავლო დაწესებულებებში... წლების განმავლობაში ქალი ხელმძღვანელობდა რადიოსადგურს... ასე, რომ ქალის როლი საზღვაო საქმეში ყოველთვის მნიშვნელოვანი იკო და მე ამ როლის გაძლიერების მომხრე ვარ. მით უმეტეს, დღეს, როცა ზღვა გაცილებით უკეთეს პირობებს გვთავაზობს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს“.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი იყო პირველი, სადაც გემწამყვანის სპეციალობაზე ქალმა ჩააბარა. ხატია მენაბდემ და თებრონე აბულაძემ 2012 წელს აირჩიეს გემწამყვანის სპეციალობა. ხატია მენაბდემ ოჯახი შექმნა და ჯერ პატარას ზრდის, თუმცა, „ანრიმ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხატია საზღვაო სფეროში დარჩენილიყო და სასწავლებლის ადმინისტრაციაში დაასაქმა.

სამი წლის წინ კი ამავე სასწავლებლის პროფესიული განათლების კურსი- საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია(მატროსი)-დაასრულა მარიამ მიქელაძემ. იგი ახლა საბუთებს ამზადებს და მალე გემზე პირველ კონტრაქტს გააფორმებს.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივას საზღვაო საქმეში 2019 წლის  ქალის როლის გაზრდის შესახებ და იწყებს აქციას, საზღვაო სფეროს წარმატებული ქალები გააცნოს ფართო აუდიტორიას. 

 

ვაიდე გვარიშვილი