18, მარტი 2019

ბუსსს ანრის პრეზენტაცია სარფის საჯარო სკოლაში

ჩვენი სასწავლებელი აგრძელებს სკოლებში პრეზენტაციების წარდგენას და დღეს ვეწვიეთ სარფის საჯარო სკოლას.
სტუდენტებმა ჩაატარეს შეხვედრა სასწავლებლის გაცნობის, დაინტერესების და საზღვაო სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრა წარიმართა ჩვენი სასწავლებლის პრეზენტაციის და კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეები დაინტერესდნენ ჩვენი სასწავლებლით და დირექტორთან - ქალბატონ ირმა მგელაძესთან ერთად სურვილი გამოთქვეს გვეწვიონ და ერთი დღით იყვნენ შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სტუდენტები.