info@mtc-anri.edu.ge +995 422 24 44 22

  • ქართული
  • English
  • Русский

07, მარტი 2019

ბუსსს ანრის პრეზენტაცია შპს განათლება კერძო სკოლა „იმედში“.

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი საზღვაო სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით პერიოდულად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას. მიმდინარე წლის 7 მარტს შპს ბუსსს ანრის თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარდა ჩვენი სასწავლებლის პრეზენტაცია შპს განათლება კერძო სკოლა „იმედში“. 
სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაცია სასწავლებლის გაცნობისა და დაინტერესების და საზღვაო სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრა წარიმართა ჩვენი სასწავლებლის პრეზენტაციის და კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეები დაინტერესდნენ ჩვენი სასწავლებლით და დირექტორთან - ქალბატონ ქეთევან გოშხეთელიანთან ერთად სურვილი გამოთქვეს გვეწვიონ და ერთი დღით იყვნენ შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სტუდენტები.
სტუდენტური თვითმმართველობა მომავალ კვირაში გეგმავს მსგავს პრეზენტაციას სარფის საჯარო სკოლაში.

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
78
ეტაპობრივი გამოცდა
1001
კურსდამთავრებული